Aa Aa
10 მარტი 2023  |  11:02

G-Class-ის ფორმაში გადაცმული Suzuki Jimny

მოდიფიცირების შემდგომ ამ Suzuki-ის ფასი ორჯერ გაიზარდა.

უგზოობის მოყვარულებისთვის Suzuki Jimny ერთ-ერთი საყვარელი მანქანაა. ამ ავტომობილის პოპულარობა 2018 წელს, ახალი მოდელის გამოსვლით, კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შემდეგ, მანქანის განიერკორპუსიანი, არაქარხნული ვერსიებიც ვიხილეთ. ეს ბიზნესი აფეთქდა. ეს ხელმისაწვდომი იაპონური SUV-ები მდიდრულ ავტომობილებს ჰგავდა.

ახლა ეს ბიზნესი ახალ საფეხურზე გადავიდა. ვიღაცამ Suzuki Jimny-სთვის Mercedes-Benz G-Class-ის შთაგონებით შექმნილი კორპუსის დანამატები შექმნა. Brabus G63-ის განიერი კორპუსის დეტალები კი Jimny-ის თვალისმომჭრელს 
ხდის.






სურათზე ნაჩვენები ავტომობილი Al Ain Class Motors-ის პლატფორმაზე, დუბაიში, გასაყიდადაა გამოტანილი. ის ძირფესვიანადაა მოდიფიცირებული და პატარა G-Class-ვით გამოიყურება.

„ჯიბის ოფროუდერის“ ცხვირს სრულად შეცვლილი მაშუქები, Mercedes-Benz-ის სტილის ცხაურა და დიდი ზომის ჰაერის შემშვები არხები აქვს. ციმციმებია დამატებული წინა ფრთების თავზეც. საბარგული ამობურცულია და მეტი აგრესიულობისთვის ჭრილები აქვს დამატებული. უსახელო „ტუნინგ“ ატელიემ სახურავზე LED-ი განათებებიც განათავსა.



გამოკვეთილია ბორბლის თაღები, რომლებსაც ერთმანეთთან დიდი ზომის საფეხური აერთიანებს. მის ქვემოდან კი G-Class-ის სტილის მაყუჩები იმზირება. კუდის მხარეს მაშუქებიც შეცვლილია. ყველაზე საინტერესო დეტალი კი უზარმაზარი, კარბონისგან დამზადებული ფრთაა. Brabus-ის ბრენდირებითაა სათადარიგო საბურავის კარი.

ტრანსფორმაციაა მანქანის სალონშიც. სავარძლები, კოკპიტი, ტრანსმისიის გვირაბი და სხვა დეტალები ღია ლურჯი ტყავითაა წარმოდგენილი. ამავე ფერის ალკანტარითაა დაფარული სალონის სხვა დეტალებიც. სამწუხაროდ, ამ Jimny-ის მექანიკური გაუმჯობესებები არ აქვს.

რა ღირს ეს Jimny? მის სანაცვლოდ 165 000 AED-ს ითხოვენ, რაც 44 921$-ის ეკვივალენტია. სტანდარტული Jimny-ის საწყისი ფასი კი 20 000$-ია.

გაზიარება: