Aa Aa
12 მარტი 2023  |  12:44

ახალი სპორტული მანქანა Vs. საკულტო სპორტული ავტომობილი

შეძლებს ახალი GR86 საკულტო Honda S2000-ის დამარცხებას?

გართხილებთ, „სპოილერი“: ეს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სწორხაზოვანი რბოლა გამოვიდა. ეს შთამბეჭდავია, იმის გათვალისწინებით, რომ Honda S2000-ის ბოლო ეგზემპლარმა ქარხანა,GR86-ის გამოსვლამდე, ათწლეულზე მეტი ხნის წინ დატოვა.

ამ ვიდეოში მონაწილე ავტომობილები არ შექმნილა იმისთვის, რომ სწორხაზოვანი რბოლები რაც შეიძლება სწრაფად დაეფარათ. ეს მანქანები იმ მიზნით შექმნეს, რომ მძღოლებს მათი მართვით მაქსიმალური სიმძლავრე მიეღოთ. მიუხედავად ამისა, ეს „დრაგიც“ ძალზე სასიამოვნო გამოდგა.

ორივე მოდელი თითქმის იდენტური ფორმულის მიხედვით არის შექმნილი. პატარა კორპუსი, პატარა ძრავა და უკანა ღერძზე მიმართული სიმძლავრე. სწორედ ამიტომ გამოდგა რბოლა დაძაბული.

Honda-ს ცნობილი, 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა აქვს, რომელიც 237 ცხენის ძალასა და 207 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ კონკრეტულ მოდელს ქარხნის დატოვებიდან დღემდე 74 000 კმ აქვს დაფარული. ეს ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სიმძლავრე მცირედით მაინც შემცირდებოდა.

მეორეს მხრივ 2.4-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავით აღჭურვილი Toyota GR86 233 ცხენის ძალასა და 250 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შთამბეჭდავი ისაა, რომ ფურცელზე S2000-ს უფრო მეტი სიმძლავრე აქვს. მათი წონის თანაფარდობა კი თითქმის მსგავსია.

თუ Honda-ს მეტი სიმძლავრე აქვს, Toyota-ს მეტი მაბრუნი მომენტი აქვს. S2000-ის ძრავა უფრო მაღალ ბრუნებზე მუშაობს. Toyota-ს კი უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ძრავა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ზემოთ ძალზედ საინტერესო ვიდეო გელოდებათ. რაღას უცდით?

გაზიარება: