Aa Aa
10 მარტი 2023  |  14:55

BMW 1M - უახლესი კლასიკა

ისეთი ავტომწარმოებელი, როგორიცაა BMW, ყოველთვის საკუთარი ტრადიციების მიმდევარია. თუმცა, დროთა განმავლობაში ფასეულობები და ზოგადი შეხედულება, მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს. 2000-იანების დასაწყისში ამ კომპანიამ სამოდელო სიაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და კომპაქტური 1 სერიის მოდელის შექმნა გადაწყვიტა. ეს მოდელი ეკონომიური და მცირე ზომის უნდა ყოფილიყო, მაგრამ BMW-ს უწყინარი მოდელიდან მონსტრის შექმნა ყოველთვის უყვარდა. დღეს ჩვენ BMW 1M-ს გავიხსენებთ, რომელსაც თანამედროვე ავტოინდუსტრიაში უახლეს კლასიკად მოიხსენიებენ.

2012 BMW 1M COUPE

70-იან წლებში ტურბოს მქონე სპორტული მოდელები საავტომობილო მოდად იქცა. ამ მოდის საწყისი გარკვეულწილად თვითონ გერმანული კომპანიაც იყო. მოდა კი ყველა სფეროში მეორდება და თანამედროვე სპორტული მოდელების უმრავლესობა ისევ ტურბოთი აღჭურვილ ძრავებს მიუბრუნდა. BMW M1-ის ლეგენდარულობაზე ბევრი გვსმენია და იმედია დროთა განმავლობაში 1M-იც შესაბამის ავტორიტეტს მოიპოვებს.

Spotlight: BMW 1M; The Greatest BMW M Car Ever Made?

BMW-ს ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ 70-იანი წლების M1-ის პატივსაცემად ახალი მოდელისთვის 1M დაერქმიათ. მასში 6-ცილინდრიანი ორი ტურბოს მქონე ძრავა მოათავსეს, რომელსაც 340 ცხენის ძალა და 500 ნიუტონი ჰქონდა. ბოლო მაჩვენებელი თავის პიკს 1 500 ბრუნიდან აღწევდა, რაც გამაოგნებელ მყისიერ აჩქარებას იძლეოდა. ავტომობილის წონა 1 500 კილოგრამის გარშემო მერყეობდა (კომპლექტაციიდან გამომდინარე) და 100-მდე 4.9 წამში ჩქარდებოდა. აღნიშნული მოდელი 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და ბლოკირებული დიფერენციალით იწარმოებოდა.

1M Power Sliding Tips & Tricks - BMW 1 Series Coupe Forum / 1 Series  Convertible Forum (1M / tii / 135i / 128i / Coupe / Cabrio / Hatchback) (BMW  E82 E88 128i 130i 135i)

BMW 1M-ის მართვის ორგანოები იმდენად იდეალურად იყო ერთმანეთთან შერწყმული, რომ მან არაერთი აღიარება მოიპოვა. ეს იყო ავტომობილი, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდებს გულში ადვილად უვარდებოდა. ის იყო კომპაქტური, საკმაოდ კარგი შესახედაობის და საოცარი მართვის უნარებით სავსე ავტომობილი. თავდაპირველად, კომპანიამ 2 700 ერთეულის გამოშვება დააანონსა, თუმცა დიდი მოთხოვნის და კარგი გაყიდვების გამო საბოლოოდ 6 000 ერთეულზე მეტი გამოუშვეს.

გაზიარება: