Aa Aa
3 აპრილი 2023  |  14:31

დათა ქაჯაიას ბრწყინვალე დაბრუნება - რეკორდი TCR-ის ტესტებზე

5-წლიანი პაუზის შემდეგ, დათა ქაჯაია საერთაშორისო რბოლებს უბრუნდება. ევროპის სამგზის ჩემპიონი გერმანიაში TCR Europe-ის ოფიციალურ ტესტებზე გაემგზავრა. ჰოკენჰაიმრიგზე ქართველმა მრბოლელმა ყველას აღფრთოვანება შეძლო. ქაჯაიამ სატესტო გარბენზე, უდიდეს კონკურენციაში, ტრეკის რეკორდი დაამყარა. 

„ორი დღეა ვიმყოფები გერმანიაში TCR Europe-ის ოფიციალურ ტესტებზე. 5 წლიანი შესვენების შემდეგ ძალიან სასიამოვნო იყო ამ საჭესთან ჯდომა. ძალიან დიდი მადლობა მასპინძელ გუნდს თბილი დახვედრისთვის. შედეგს გიზიარებთ - თავად ხედავთ როგორიცაა. დიახ, ტრეკის რეკორდი!" - წერს სოციალურ ქსელში დათა ქაჯაია. 

„დიდი დაბრუნება საქართველოდან! სასიამოვნო ამბავი ჰოკენჰაიმრიგზე. ქართველმა მრბოლელმა, დათა ქაჯაიამ, 2015 წლის ETCC-ის ჩემპიონმა, Mertel Motorsport-ის სატესტო რბოლებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად დიდხნიანი შესვენებისა, ქართველმა თავისი უდიდესი პოტენციალი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მისი დრო წრეზე მართლაც გასაოცარი იყო - 1 წუთი და 47.00 წამი! TCR კლასში ეს ჰოკენჰაიმრიგის რეკორდია. ბრავო! ჩვენი პატივისცემა ქართულ ნიჭს, - გამოეხმაურა Mertel Motorsport-ი ქართველის წარმატებას. 


დათა ქაჯაიამ რეკორდი Honda Civic Type R-ით დაამყარა. გეტყვით იმასაც, რომ ქართველი მრბოლელი ამ ავტომობილს თავადაც ფლობს და ჩვენს ეროვნულ შეჯიბრებებშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას. 

TCR Europe-ის ღონისძიება მიმდინარე წლის 28 აპრილს დაიწყება. სარბოლო სერია 22 ოქტომბერს დასრულდება. CrystalAuto-ს გუნდი ვულოცავთ დათას დიდ წარმატებას და ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში გამარჯვებას ვუსურვებთ.    

გაზიარება: