Aa Aa
5 აპრილი 2023  |  11:14

3 წლის ბიჭი 986-ცხენისძალიანი Ferrari-ის საჭესთან

ბავშვს ეს ყველაფერი გენებში აქვს - მამა მოტორბოლის 5-გზის ჩემპიონია.

ყველა ბავშვი ერთი და იმავე მონაცემებით არ იბადება. ზოგი მათემატიკაშია გენიოსი, ზოგს მუსიკალური ნიჭი აქვს, ზოგიც კი სამი წლის ასაკში მილიონდოლარიანი სუპერავტომობილით „დონატებს“ ასრულებს.

ამ სამი წლის ბავშვს, რომელსაც საბურავების დაწვა უყვარს ზაინ სოფუოგლუა. ის თურქეთიდანაა და Ferrari SF90-ს კარტინგის ტრეკზეც ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ტემპი მაღალი არ არის, შეუძლებელია, რომ შთაბეჭდილებები დამალოთ.

თუმცა, Instagram-ის პლატფორმაზე გავრცელებულ ახალ ვიდეოში მას ავტომობილის „ცხენები“ არ დაუზოგავს. ის SF90 Stradale-ს აქსელერაციის სატერფულ ბოლომდე აჭერს და საბურავების ბოლს აყენებს.

დიახ, „დონატების“ მოხაზვა მეოთხე სიჩქარით მოცურებულ მდგომარეობაში მოსახვევის გავლაზე ბევრად ადვილია. თუმცა, რამდენ ზრდასრულს იცნობთ, ვინც 986-ცხენისძალიანი სუპერქარის საჭესთან ასე თამამად მოკალათდებოდა და ექსტრემალურად მართავდა?

რა საიდუმლოს მალავს ზაინი? ალბათ, ეს ყველაფერი მისი გენების დამსახურებაა. მისი მამა კენან სოფუოგლუა. ის ყოფილი მოტომრბოლელია, რომელიც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახლავთ. მის ვენებში საწვავი ჩქეფს, ხოლო გულის ნაცვლად ძრავა აქვს.

ბევრი ადამიანი ამ ვიდეოთი აღშფოთებული დარჩება. 3 წლის ბავშვს სოციალური ქსელის ანგარიში აქვს და თითქმის 1 000-ცხენისძალიანი მანქანით ასრულებს „დონატებს“. ბევრი მშობლებს უპასუხისმგებლობაშიც დაადანაშაულებს, მაგრამ ასეთ „უპასუხისმგებლო“ მშობლებს ბევრი ინატრებდა.

გაზიარება: