Aa Aa
7 აპრილი 2023  |  10:57

ქურდებმა მექანიკური კოლოფით აღჭურვილი Subaru WRX ვერ მოიპარეს

მანქანის გატაცების წარუმატებელი შემთხვევა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ავტომობილის გატაცება მისაღები ფაქტი არასდროს იქნება. ავტომობილის გატაცება ტარების ცოდნის გარეშე კი მიუღებლობის კენწეროა. მერილენდში მცხოვრებმა თინეიჯერებმა ინტერნეტსივრცეს კურიოზი აჩუქეს. მათ ავტომობილის გატაცების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ, რის შემდეგადაც ისინი პოლიციამ აიყვანა.

ინციდენტი აშშ-ში, მერილენდში მოხდა. Subaru WRX-ის მფლობელი ავტომობილში ჯდებოდა, როდესაც მას ორი ადამიანი მიუახლოვდა და მანქანიდან გადმოთრევა დაუპირეს. ამ მხრივ, ქურდებმა საწადელს მიაღწიეს, თუმცა, მანქანის მოპარვის მცდელობა წარმატებით არ დასრულებულა. 

როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ში მექანიკური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილების მართვა ბევრმა ადამიანმა არ იცის. ასეთი მძღოლების წილი კიდევ უფრო მეტია ახალგაზრდა თაობაში. როდესაც ქურდებმა აღმოაჩინეს, რომ Subaru სამი სატერფულითა და სიჩქარის ბერკეტით იყო აღჭურვილი ისინი ავტომობილიდან გადმოხტნენ და გაიქცნენ.

ინციდენტიდან მალევე, მიმდებარე ტერიტორიასთან მყოფმა ოფიცრებმა შემთხვევის შესახებ შეიტყვეს. მათ 16 და 17 წლის ქურდები მალევე აიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

აღსანიშნია, რომ ასეთი შემთხვევების გამო აშშ-ს მექანიკური კოლოფის მქონე ავტომობილებს ბევრი ადამიანი ყიდულობს. ახალი თაობის წარმომადგენლები მექანიკური კოლოფის მქონე ავტომობილის მართვით თავს აღარ იწუხებენ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შედეგი სახეზეა.

გაზიარება: