Aa Aa
4 მაისი 2020  |  13:37

Alfa Romeo Giulia GTAm-ის ფასი იტალიაში $200,000-ს აღწევს

Alfa Romeo Giulia GTA ან GTAm სულ 500 ეგზემპლარის ოდენობით იქნება გამოშვებული და საკმაოდ ბევრს მისი ყიდვის სურვილი აქვს, მაგრამ ამისთვის საკმაოდ დიდი თანხის გადადება მოუწევთ. GTA-ს საბაზო კომპლექტაციის ფასი $155,385-დან და GTAm-ის $159,787-დან იწყება, მაგრამ ეს ფასი გადასახადებს არ ითვალისწინებს. იტალიაში, სადაც ავტომობილი იწყობა, Giulia GTA და GTAm-ის შეძენა, შესაბამისად $190,240 და $195,669-ად შეძლებთ. ეს $40,000-იანი ფასის სხვაობა ქვეყნის გადასახადებით არის განპირობებული. შეგახსნებთ, რომ სტანდარტული Giulia Quadrifoglio-ს ფასი $94,000-დან იწყება.

სარბოლოდ გამზადებულ სედანებს Alfa GTA-ს ისტორიული სარბოლო შეღებვის დიზაინების არჩევანი დაემატა, რომელიც წინა მხარეს „თეთრ ნიღაბს“, ზოლებს და სარბოლო ნომერს გულისმობს.

თუ მომხმარებელს უფრო „მოკრძალებული“ გარეგნობის მქონე ავტომობილი სსურს, მას ექსტერიერის სამი ფერის არჩევანი ექნება: GTA Red, Trophy White ან Montreal Green, რომელიც იტალიური დროშის ფერებთან არის გაიგივებული. ასევე კონფიგურატორში მომხმარებელს ხუნდების, ღვედებისა და ნაკერების შეფერილობის შეცვლის საშუალება ექნება.

GTA სტანდარტულ Quadrifoglio-ზე 100 კილოგრამით მსუბუქია. გადამუშავებული ძრავა ახლა 533 ცხენის ძალას აწარმოებს, სტანდარტულის 505-სგან განსხვავებით. ახალ სედანს 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარება 3,6 წამში შეუძლია.

თითოეულ GTA და GTAm-ს კომპლექტში Bell-ის ექსკლუზიური დიზაინის მქონე ჩაფხუტი და მანქანის საფარი, რომელიც ავტომობილის შეფერილობის ანალოგიურ დიზაინს ატარებს. GTAm ვერსიას ასევე Alpinestars-ის სარბოლო კოსტუმი მოყვება ყველა საჭირო აღჭურვილობით, ხელთათმანებითა და ფეხსაცმლით. ავტომობილის მყიდველები მის გამოყვანას Alfa Romeo-ს ძველი სარბოლო გუნდის სახელოსნოდან შეძლებენ, რომელიც იტალიაში, ქ. ბალოკოში მდებარეობს.

ამჟამად GTA-ს შეძენა მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელი, თუმცა კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი სხვა ბაზარზე შესვლის მიზანშეწონილობას აფასებენ. ყველაზე საინტერესო პერსპექტივა ამერიკულ ბაზარში ისახება, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი არიელ გავილანის თქმით, ევროპის გარდა სხვა ბაზარზე შესასვლელად კომპანია ჯერ მზად არ არის.

გაზიარება: