Aa Aa
29 აპრილი 2023  |  14:11

გსმენიათ რამე 1980 წლის McLaren Mustang-ის შესახებ?

მანქანა 10 შექმნილი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია და, სავარაუდოდ, მისი ფასი 100 000$-ს მიაღწევს.

ამერიკული ავტომობილების მოყვარულებისთვის ახლახან ინტერნეტსივრცეში საოცრად საინტერესო ავტომობილი გამოჩნდა. სურათზე უიშვიათეს, 1980 წლის M81 McLaren Mustang-ს ხედავთ.

ეს მოდელი Mecum Indy Auction-ზე მაისში გავა. მანქანამ 1980 წლის დეკემბერში Motor Trend-ის ტურშიც მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ მწარმოებელი 250 ეგზემპლარს შექმნიდა. თუმცა, საბოლოოდ მხოლოდ 10 ეგზემპლარი ააწყვეს.



ეს ნიშნავს, რომ პროტოტიპი უიშვიათესი ჯიშის ჩიტია და კოლექციონერებში დიდ ყურადღებას დაიმსახურებს. მას ნარინჯისფერ და ნაცრისფერ ფერში შესრულებული ექსტერიერი აქვს. კარებზე კი McLaren Mustang-ის „სტიკერები“ აქვს დაკრული. მოდელს მინაბოჭკოსგან დამზადებული კაპოტი, განიერი ფრთები და BBS-ის დისკები აქვს.

განსხვავებულია სალონიც. ინტერიერში Recaro-ს შავი სავარძლები და Racemark-ის საჭე გვაქვს. Stewart Warner-ისაა მაჩვენებელია დაფა. კოკპიტზე დატანილი P-ი კი მიანიშნებს, რომ მანქანას პროტოტიპული დატვირთვა აქვს.



1980-იანი წლების Mustang-ები მძლავრი აგრეგატებით ვერ დაიკვეხნიდნენ. ამ პროტოტიპულ მოდელს 2.3-ლიტრიანი ტურბინიანი 4-ცილინდრიანი ძრავა აქვს. არა, ეს EcoBoost-ი არ არის. McLaren-ის მოდიფიკაციის წყალობით ის 175 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თანამედროვე საზომით ეს ცოტაა, თუმცა 132 ცხენის ძალასთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.

ეს აგრეგატი 4 სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან არის დაკავშირებული. ოდომეტრზე კი მხოლოდ 895 კილომეტრია გამოსახული. მანქანა პრაქტიკულად ახალია.




McLaren Mustang-ის იშვიათობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს ეგზემპლარი 100 000$-ად უნდა შეფასდეს. მანქანას ბევრი საინტერესო ეპოქალური აქსესუარი და ექსკლუზიური დეტალი მოჰყვება.

იცოდით ამ ავტომობილის არსებობის შესახებ? რა თანხის სანაცვლოდ შეიძენდით მას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: