Aa Aa
19 მაისი 2023  |  14:30

Toyota-ს პრეზიდენტს Celica-ს გაცოცხლება სურს

მიუხედავად ყველაფრისა, აღელვების საფუძველი ჯერ არ გვაქვს.

Toyota-ს საერთაშორისო პორტფოლიო ორ დიდებულ სპორტულ კუპეს მოიცავს - Supra-ს და GR68-ს. თუმცა, მოყვარულები უკვე დიდი ხანია Celica-ს გაცოცხლებას ითხოვენ. ეს Supra-სა და GR86-ის შუალედური მოდელი იქნებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას ოფიციალურად არაფერი უთქვამს. თუმცა, მაღალი რანგის აღმასრულებელმა დირექტორმა აღიარა, რომ ამ სპორტული ხაზის თანამედროვე გაგრძელება ნამდვილად კარგი იდეაა.

„ტოიოტას“ ახალმა პრეზიდენტმა, ცუნეჟი სატომ, ახლახან მედიასთან ისაუბრა. საუბარში ის Celica-ს გაცოცხლებას შეეხო და იდეის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. თუმცა, საუკეთესო ამბავი ჯერ არ გვითქვამს.


სხვადასხვა მოხსენებებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ავტომწარმოებელი GR-ის სპორტული მოდელების შემადგენლობის კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს. ამ ყველაფრის ინიციატორი კი სწორედ სატოა.

იაპონური პუბლიკაციებიდან ვიგებთ იმასაც, რომ GR-ის სპორტული შემადგენლობის გაფართოების ფარგლებში პირველი პროექტი, მაღალი ალბათობით, სწორედ Celica იქნება. ყოველივე ეს კი ადასტურებს, რომ მწარმოებელი ამ იდეის განვითარებაზე მუშაობს.

Celica-ს გაცოცხლება Toyota-სთვის გამართლებული იქნება თუ ისინი ახალ ელექტრო სპორტულ მანქანას შექმნიან. თუმცა, რამდენად მოეწონებათ ეს ყოველივე მოყვარულებს რთული სათქმელია.

როგორ ფიქრობთ, გააცოცხლებს „ტოიოტა“ ისტორიულ ხაზს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: