Aa Aa
13 ივნისი 2023  |  16:20

Ferrari-ის 20 მოდელი, რომელიც მიტოვებულ ფარდულში აღმოაჩინეს

Ferrari-ის კლასიკური მოდელებით დაკომპლექტებული კოლექცია ათწლეულზე დიდხანს ხელშეუხებელი იყო, სანამ ქარიშხალმა ჩარლიმ ფარდულს არ გადაუარა.

აშშ-ში, კერძოდ კი ინდიანაში, აღმოაჩინეს ფარდული, სადაც Ferrari-ის მოდელები წლების განმავლობაში ინახებოდა.

ამ ავტომობილების შესახებ ბევრი დეტალი არ არის ცნობილი. თუმცა, ვიცით, რომ კოლექციაში შემავალი 20 მანქანა ფლორიდაში 1990 წლიდან ინახებოდა. მანქანები ზამთრის ძილისგან 2004 წელს გამოაფხიზლეს, როდესაც ქარიშხალმა „ჩარლიმ“ ფარდულის ნაწილი ჩამოშალა.








შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. შტორმის შემდეგ Ferrari-ის მოდელები დაცულ საწყობში გადაიტანეს. ასე და ამგვარად, ავტომობილები ინდიანაში მოხვდა. მას შემდეგ მანქანებს არავინ შეხებია.

კოლექციაში ისეთი ეგზემპლარები იყრის თავს, რომლებიც Le Mans-ის, Targa Florio-ს და Mille Miglia-ს რბოლებში ასპარეზობდა. ახლა კი ყველა ეს მანქანა აუქციონზეა გამოტანილი და რეზერვის გარეშე გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ კოლექცია მრავალ მილიონ დოლარად შეფასდება. რამდენიმე ავტომობილი სამეფო ოჯახსაც ეკუთვნოდა. მაგალითისთვის, 1956 წლის Ferrari 250 GT Coupe Speciale მაროკოს მეფეს, მუჰამედ მეხუთეს მფლობელობაში იყო. ეს მოდელი Pinin Farina-ს დახაზულია. ასევე, მსოფლიოში 4 წარმოებული ეგზემპლარიდან ერთ-ერთია, რომელიც Superamerica-ს სტილის კორპუსის ფორმითაა წარმოდგენილი.

ამ უკანასკნელის მდგომარეობა იდეალური არ გახლავთ. ისევე, როგორც სხვა ავტომობილებს, მასაც რესტავრაცია სჭირდება. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამ ავტომობილის სავარაუდო ფასი 1.7-2.3 მილიონ დოლარამდეა.

კოლექციაში შემავალი მოდელების ჩამონათვალი კი ასეთია:


● 1978 Ferrari 512 BB Competizione
● 1965 Ferrari 275 GTB/6C Alloy by Scaglietti
● 1956 Ferrari 250 GT Coupe Speciale by Pinin Farina
● 1956 Ferrari 410 Superamerica Coupe Series I by Pinin Farina
● 1967 Ferrari 330 GTS by Pininfarina
● 1954 Ferrari 500 Mondial Spider Series I by Pinin Farina
● 1965 Ferrari 275 GTS by Pininfarina
● 1964 Ferrari 250 GT/L Berlinetta Lusso by Scaglietti
● 1971 Ferrari 365 GTB/4 Daytona Berlinetta by Scaglietti
● 1972 Ferrari 365 GTB/4 Daytona Berlinetta by Scaglietti
● 1968 Ferrari Dino 206 GT by Scaglietti
● 1960 Ferrari 250 GT Coupe Series II by Pinin Farina
● 1972 Ferrari 365 GTC/4 by Pininfarina
● 1966 Ferrari 330 GT 2+2 Series II by Pininfarina
● 1976 Ferrari 308 GTB ‘Vetroresina’ by Scaglietti
● 1969 Ferrari 365 GT 2+2 by Pininfarina
● 1965 Ferrari 330 GT 2+2 Series I ‘Interim’ by Pininfarina
● 1980 Ferrari 512 BB
● 1991 Ferrari Testarossa
● 1977 Ferrari 400 Automatic

გაზიარება: