Aa Aa
15 ივნისი 2023  |  10:00

Mercedes-Benz-მა თანამედროვე C111 დაგვიანონსა

C111 უფრო ტექნოლოგიების კრებული იყო, ვიდრე კონკრეტული ავტომობილი.

Mercedes-Benz-მა ინსტაგრამზე C111 სუპერქარის თანამედროვე ვერსია დაგვიანონსა. ფოტოებში დიზაინის ელემენტები ჩანს. მათ შორის LED წინა და უკანა მაშუქები. ნათურებით ONE ELEVEN წერია.

„ლეგენდის ხელახლა დაბადება - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში. მზად ხართ მდიდრული ლეგენდისთვის?“, - წერს გერმანული ავტომწარმოებელი აღწერაში.

პირველი C111-ის დებიუტი 1969 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა. ეს იყო ახალი დიზაინი და უამრავი თანამედროვე ტექნოლოგიით დატვირთული მოდელი, რომელსაც როტორული ძრავა, აეროდინამიკული სხეული და მსუბუქი კონსტრუქცია ჰქონდა.

Mercedes-ი ამ იდეას ნელ-ნელა ავითარებდა. საბოლოოდ, როტორული ძრავა უფრო ეფექტური დიზელის ძრავით შეცვალა. იტალიაში ნარდოს ტრასაზე ზოგმა C111-მა სიჩქარის რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ბოლო C111-ს, C111/IV-ს, ბენზინის 4.8-ლიტრიანი V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც 493 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 1979 წელს ტესტირებებისას ამ ავტომობილმა 404კმ/სთ განავითარა.

სავარაუდოდ, სერიულ წარმოებაში არც თანამედროვე C111 ჩაეშვება. ამ ავტომობილსაც ახალი ტექნოლოგიების შესამოწმებლად გამოიყენებენ. სავარაუდოდ, ეს ტექნოლოგია კი ელექტრო მოტორი და ბატარეები იქნება. დიზაინში კი Mercedes-ის ელექტრო ავტომობილების მომავლის ხედვას ამოვიკითხავთ.

გაზიარება: