Aa Aa
18 ივნისი 2023  |  10:45

პოლიციის დევნის დროს ავტომობილი Jeep-ს და Toyota-ს ეჯახება

პოლიციას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ვიდეოში საკმაოდ საშიში ავარია ჩანს.

ჯექსონვილში, კალიფორნიაში ავტომობილის კამერამ გადაიღო ის, რაც წესით პოლიციის დევნა უნდა იყოს. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ჩანს როგორ ეჯახება ვერცხლისფერი ავტომობილი Jeep-ს და Toyota-ს შემდეგ კი ცეცხლი ეკიდება.

დეტალური ინფორმაცია ამ ვიდეოზე არ გასაჯაროებულა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ ვერცხლისფერი სედანი გზაჯვარედინზე მაღალ სიჩქარეზე გამოდის.

ჯერ Jeep-ს ეჯახება, რომელიც უხვევს, შემდეგ კი წინ მიმავალ Toyota-ს. ავტომობილს ცეცხლი ეკიდება.  მძღოლი ავტომობილიდან გადმოდის და გარბის. მას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მისდევს.  

ეს ვიდეო საკმაოდ საშიშად გამოიყურება და არც ის ვიცით, რა შედეგი მოჰყვა საბოლოოდ ამ ყველაფერს. თუმცა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც იმისა, თუ რატომ არ მისდევს მაღალ სიჩქარეზე ეჭვმიტანილებს ზოგიერთი პოლიციის დეპარტამენტი. საყოველთაო უსაფრთხოება ხშირად უფრო ღირებულია, ვიდრე გაქცეულ ეჭვმიტანილზე წნეხის მოხდენა.

გაზიარება: