Aa Aa
21 ივნისი 2023  |  10:30

Mini-ს მფლობელმა მინის საწმენდი სითხე შემთხვევით ძრავაში ჩაასხა

Mini-ს მფლობელმა კარგი გაკვეთილი ისწავლა.

Mini-ს მფლობელს ეს გაკვეთილი პირდაპირი მნიშვნელობით ძვირად დაუჯდება.

ამ ავტომობილის მძღოლმა შენიშნა, რომ საქარე მინის საწმენდი სითხე შევსებას საჭიროებდა და შესავსებად ავტოფარეხში შეიარა. სწორედ ამ დროს ყველაფერი ცუდად წავიდა.

ფარეხის თანამშრომლის თქმით, მძღოლი სითხის შეძენიდან 10 წუთში უკან დაბრუნდა და თქვა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

მისი თქმით, ავტომობილი ლურჯ კვამლს უშვებდა.

თანაც სითხის ნაკლებობის მაჩვენებელი სიგნალი ისევ არ ჩამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილში მთელი ბოთლი მთლიანად ჩაასხა.

როგორც აღმოჩნდა, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ქალმა სხვა მრავალი ახალი პრობლემა გამოიწვია.

 

როცა ფარეხის თანამშრომელი შესამოწმებლად მივიდა, ნახა, რომ საწმენდი სითხე ზეთის განყოფილებაში იყო ჩასხმული.

შედეგად, ძრავის მთელი განყოფილება ყავისფერი ქაფით იყო დაფარული.

თქვენ შეიძლება ამ ისტორიაზე გაგეცინოთ, მაგრამ Mini-ს მფლობელს სასაცილოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. მას ძრავის ჩანაცვლება დაახლოებით $4,000 დაუჯდება. ეს გაკვეთილი ქალს ალბათ არასდროს დაავიწყდება.

გაზიარება: