Aa Aa
27 ივნისი 2023  |  10:31

Ford Mustang-ის მძღოლმა პოლიცია ბავშვივით მოატყუა

Ford Mustang GT-ის ეს მანევრი გადამწყვეტი გამოდგა.

აშშ-ში საავტომობილო დევნის შემთხვევები იშვიათი არ არის. CrystalAuto-ს პლატფორმაზე ასეთ ფაქტებზე ხშირად ვწერთ. შემთხვევათა უმრავლესობა პოლიციის წარმატებით სრულდება. იშვიათია, როდესაც დამნაშავეები სამართალდამცავებს გაურბიან და იმალებიან. თუმცა, დევნა, რომელზეც ამ სტატიაში უნდა მოგიყვეთ ნამდვილად საინტერესოა. Mustang-ის მძღოლმა პოლიციელი პატარა ბავშვივით გააცურა.

ცოტა ხნის წინ ჩვენ Toyota Prius-ის დევნაზე მოგიყევით. პოლიციელებს „უთოს“ შესაჩერებლად უჩვეულოდ დიდი დრო დასჭირდათ. ახლა კი საქმე უფრო სწრაფ ავტომობილთან გვაქვს. აშშ-ში პილიციელებს მძლავრი ავტომობილების შეჩერება უჭირთ. ჩვენი დღევანდელი „გმირი“ (ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით) Ford Mustang GT-ის სპეციალური ვერსიაა. 

დევნა 15 ივნისით თარიღდება. არკანზასის პოლიციის განყოფილების ოფიცერი, ჯესიკა მაკკორდი ერთ-ერთ გზატკეცილზე Mustang-ს აჩერებს. შემდეგ ის მანქანიდან გადმოდის და რუტინული მოვალეობის შესრულება იწყებს. თუმცა, უცებ ურჩი მძღოლი აქსელერატორის სატერფულს ფეხს ბოლომდე აჭერს და ქრება.

ჯესიკა მანქანასთან სწრაფად დაბრუნდა და აქსელერატორის სატერფულს თვითონაც ძლიერად დააჭირა. მან 214 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო. მიუხედავად ასეთი სიჩქარისა, მან „მუსტანგთან“ მიახლოება მაინც ვერ შეძლო. ამას პიკი საათიც დაემატა და დამნაშავის დაჭერა უფრო გართულდა.

აღსანიშნია, რომ ოფიცერმა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. პოლიციის რაციიდან ისმის ხმა, რომ 2015 წლის ვერცხლისფერი Chevrolet Camaro-ს ძებნაში სხვა ეკიპაჟებიც ჩაერთნენ. აღსანიშნია, რომ ეს მანქანა არც Chevrolet Camaro-ა და არც ვერცხლისფერი. ჯესიკა მაკკორდმა სხვა ეკიპაჟებს ინფორმაცია არასწორად გადასცა.

მანქანის დაჭერა, რომელიც პოლიციის მანქანებს მარტივად ასწრებს რთულია. ხოლო დაიჭირო ავტომობილი რომლის ფერიც და მწარმოებელიც არასწორად არის მოწოდებული - შეუძლებელია.

გაზიარება: