Aa Aa
2 ივლისი 2023  |  10:35

პიერო ფერარიმ, მამის პატივსაცემად, Purosangue 400 Superamerica-ს ფერში გადაღება

Verde Dora SUV-ის დეტალები ენცო ფერარის ავტომობილს მოგვაგონებს.

ვერასდროს გავიგებთ, რა აზრის იქნებოდა ენცო ფერარი Purosangue-ზე. ერთი შეხედვით, Ferrari-ს გაკრიტიკება SUV-ის აწყობის გამო მარტივია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ბიზნესია. ფაქტია, რომ Cayenne-მა, Urus-მა და DBX-მა ჩვენი საყვარელი ბრენდები გადაარჩინეს.

ეს ავტომწარმოებელები სპორტული ავტომობილების გაყიდვას ისევ აგრძელებენ. ასე იქნება Ferrari-ს შემთხვევაშიც. იტალიური ავტომწარმოებლის ხაზი ასეთი მრავალფეროვანი არასდროს ყოფილა. ძრავების ზომის შემცირების ეპოქაში Ferrari V12-ს ისევ იყენებს.

ერთ-ერთი Purosangue-ს გადაკეთებაზე ახლა ენცო ფერარის ერთადერთმა ცოცხალმა შვილმა პიერო ფერარიმ იზრუნა. მამის პატივსაცემად, მან SUV-ი Verde Dora-ს ფერში შეღება. სწორედ ამ ფერის იყო მისი 1962 წლის 400 Superamerica. ავტომობილს პანორამული ჭერი და მარგალიტის ფორმის ნაკვეთურებიანი დისკები აქვს, რომელიც „ზამთრის ნაცრისფერშია“ შეღებილი.

როგორც მამის და 400 Superamerica-ს შემთხვევაში, ამ ავტომობილის მართვას 78 წლის პიერო ფერარი თავად აპირებს. თუ გაინტერესებთ, რა ბედი ეწია ენცო ფერარის ავტომობილს, გეტყვით, რომ ის ახლა ფლორიდის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება. მისთვის რესტავრაცია არასდროს გაუკეთებიათ, თუმცა, ენცომ სალონი და წინა ბამპერი თვითონ გადაღება.

გაზიარება: