Aa Aa
30 ივნისი 2023  |  09:25

Singer-ის 700-ცხენისძალიანი DLS Turbo პატივს Porsche 934/5-ს მიაგებს

ეს 964-თაობის 911-ის უფრო ფართო სხეულში რეინკარნაციაა, რომელიც 2 კონფიგურაციითა ხელმისაწვდომი.

Porsche 911-ის თითქმის ყველა ვერსიას ტურბო აქვს. იმის შეძენა, რომელსაც არ აქვს, უფრო ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ მოდელზე უკან წარწერა Turbo მაინც განსაკუთრებულია. Porsche პირველი არ იყო, ვინც ტურბო გამოიყენა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული გამოდგა.

1977 წელს მფლობელმა თავისი Porsche 930 SCCA Trans American სერიებში გამოიყვანა და საგზაო ავტომობილის სარბოლო ვერსიით 6 რბოლა მოიგო. Singer-მა, Porsche-ს რესტავრაციის ატელიემ, 911 Turbo წარმოგვიდგინა, რომელიც საკუთარ თავში ორ მახასიათებელს აერთიანებს.

934/5 -ს ხელახლა დაბადება

Singer-ი 2009 წლიდან არსებობს და მას ბევრი კონკურენტი არ ჰყავს. ამ ორმა ახალმა ავტომობილმა კი ისედაც უკვე დაყენებული მაღალი სტანდარტი კიდევ უფრო მაღლა უნდა ასწიოს.

ეს ვერსიები პატივს Porsche 934/5 სარბოლო ავტომობილებს მიაგებს. ერთი ვერსია მხოლოდ სარბოლო ტრასებისთვისაა, მეორე კი საყოველთაო მოხმარებისთვის.

DLS Turbo (Dynamics and Lightweighting Study – Turbo) ძრავა ფორმულა 1-ის ინჟინერიის შედევრია. ორივეს ტვინ ტურბო 3.8-ლიტრიანი ძრავა აქვს, რომელიც 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

DLS Turbo მოდელები სახელისთვის შესაფერისად გიჟურად გამოიყურება. სარბოლო ვერსიას უკან 1970-იანების IMSA და Le Mans სარბოლო ავტომობილებისთვის დამახასიათებელი გიგანტური ფრთა აქვს. მეორეს ე.წ. „იხვის ნისკარტის“ ფორმის სპოილერი. საერთო ჯამში კი ორივე გიჟურად გამოიყურება.

Singer-ი ამ ავტომობილებს გამოჩენას შემდეგ თვეში გუდვუდის ფესტივალზე აპირებს. ასევე აგვისტოში კალიფორნიის - მონტერეის საავტომობილო კვირეულზე. ფასი ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ, სავარაუდოდ, გასული წლის Turbo Study-ზე ძვირი ეღირება, რომლის ფასიც $750,000 იყო.   

გაზიარება: