Aa Aa
30 ივნისი 2023  |  10:00

NFL-ის მოთამაშის Dodge Durango Hellcat-ს ცეცხლი გაუჩნდა

მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა და გაქცევა მოასწრო.

NFL-ის „რანინგ ბექი“ ლეონარდ ფურნეტნი უბედურ შემთხვევას გადაურჩა. ის ტემპაში, ფლორიდაში თავის Dodge Durango Hellcat-ს მართავდა, როცა ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მან ავტომობილიდან გადმოსვლა და გაქცევა მოასწრო.

ფლორიდის საპატრულო პოლიციის თანახმად, ხანძარი მექანიკური გაუმართაობის გამო დაიწყო. ფურნეტმა ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და აღწერაში დაურთო:

„ჩემს მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ღმერთს უნდა ვუმადლოდე, რომ გადავრჩი“.

Dodge Durango SRT Hellcat-ი გასულ წელს დაბრუნდა და ის 2021 წლის შეზღუდული გამოშვების ვერსიის იდენტურად გამოიყურებოდა. როგორც ქარხნულად ყველაზე ძლიერი SUV-ი, 100კმ/სთ-მდე 3.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 290კმ/სთ.

Stellantis-ის Durango SRT Hellcat-ის ხანძარსაშიშობაზე უკუკავშირი არასდროს მიუღია.

Tampa Bay Buccaneers-ის ყოფილ მოთამაშეს Dodge Durango SRT Hellcat-ის გარდა, Polestar 1 ჰყავს.

გაზიარება: