Aa Aa
3 ივლისი 2023  |  11:03

ეს Bronco ისეთი ვარდისფერია, რომ ბარბის მოეწონებოდა

ეს Bronco ბარბისთვის და კენისთვის შესანიშნავი კომპანიონი იქნებოდა.

ახალი ფილმი ბარბიზე კინოთეატრებში ამ თვის მეორე ნახევარში გამოჩნდება. ეს არის ფილმი, რომელმაც ბარბი ხელახლა გააცოცხლა და მისთვის დამახასიათებელი ვარდისფერი ფერწერაც მოდაში დააბრუნა. ეს ბარბის ოცნების Bronco-ა.

მის გარდაქმნაზე ფლორიდაში Bayshore Automotive-მა იმუშავა. პროექტი 2023 წლის Ford Bronco-თი დაიწყო, რომელსაც 2.7-ლიტრიანი EcoBoost V6 ძრავა და ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. ავტომობილს მხოლოდ 383 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.

გარდა იმისა, რომ ვარდისფრად გადაღებეს, ამ ავტომობილს სხვა ცვლილებებიც აქვს. Bayshore Automotive-მა ცხაურა, ბამპერები, ფრთები, სახურავი დახვეწა და ავტომობილი 20-იანი დისკებით აღჭურვა. ასევე დაკიდების სისტემა 12.7 სანტიმეტრით ასწია.

სალონი თეთრ ტყავში შეფუთეს. სავარძლები ბრილიანტის ფორმებითაა გაფორმებული. მონაცემთა დაფა და ცენტრალური კონსოლიც თეთრადაა შეღებილი.

„ბარბის ოცნების Bronco“ ფლორიდაში იყიდება და მისი ფასი $89,890-ია.

გაზიარება: