Aa Aa
11 ივლისი 2023  |  09:37

SMN-ის წყალობით ამ Mercedes-Benz S-Class-ს 592 ცხენის ძალა აქვს

ატელიემ ავტომობილს კარბონის დეტალები დაუმატა და ინტერიერიც დახვეწა.

SMN Motors-ი გერმანული „ტუნერია“, რომელიც S-Class-ის გარდაქმნაზე მუშაობს. ატელიეს წყალობით, ახლა მდიდრულ სპორტულ სედანს 592 ცხენის ძალა და 820ნმ აქვს. ამ ქმნილებას კომპანიამ SMN600 უწოდა.

გარდაქმნისთვის ატელიემ S580 4Matic-ი გამოიყენა. მას ტვინ-ტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც ქარხნულად 496 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. კომპანიას არ დაუსახელებია კონკრეტულად რა გააკეთა იმისთვის, რომ 96 ცხენის ძალით მეტი მიეღო. ავტომობილმა უჟანგავი ფოლადის გამოსაბოლქვი სისტემა მიიღო.

ექსტერიერის აღჭურვილობა კარბონისაა, რომელიც წინა სპლიტერს, ჰაერის შემწოვებს, სარკის ბუდეებს და უკანა დიფუზორს მოიცავს. დისკები 22-იანია. სუპორტები ღია მწვანე ფერშია, რომელიც სალონშიცაა გამოყენებული.

სალონი ნაპას და ალკანტარას ტყავითა დაფარული. თუ კლიენტის გემოვნებაში ღია მწვანე ფერი არ ჯდება, მაშინ კომპანიას ამ ავტომობილის აწყობა სხვა ფერშიც შეუძლია.

SMN Motors-ს ამ ავტომობილის აწყობა თავიდან ბოლომდე შეუძლია. ასევე კლიენტს შეუძლია გადასაკეთებლად თავისი W223 S-Class-ი მიიყვანოს.

თუ უფრო სწრაფი S-Class-ი გსურთ, მაშინ Mercedes-ი AMG S63 E Performance ფლაგ ინ ჰიბრიდს გვთავაზობს. ეს ქარხნულად ყველაზე ძლიერი S-Class-ია. მას 4.0-ლიტრიანი ტვინ ტურბო V8 ძრავა და ელექტრო მოტორი აქვს. ჯამში 791 ცხენის ძალას ვიღებთ. 100კმ/სთ-მდე 3.2 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 290კმ/სთ.

გაზიარება: