Aa Aa
14 ივლისი 2023  |  10:32

Brabus-ის 911 Turbo S-ს აგრესიული ვიზუალი აქვს და 900-ცხენის ძალას გამოიმუშავებს

თუ ფიქრობდით, რომ Turbo S-ს თავისი პოტენციალი სრულად ჰქონდა გამოყენებული, ცდებოდით.

ბევრისთვის Porsche 911 Turbo თანამედროვე სპორტული ავტომობილის ეტალონია. ეს არის მანქანა, რომელიც სარბოლო ტრეკზეც გასაოცრად სწრაფია და, ამავდროულად, გზატკეცილზე გადაადგილების დროსაც გასიამოვნებთ. 911 თავისი პრაქტიკულობითა და მრავალმხრივობით ამ ფორმულასაც სცდება. მოდელს, გარდაქმნის შედეგად, ექსპედიციებისთვისაც იყენებენ. Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი ამ წლის Le Mans-ის გამძლეობის რბოლაზე თავად იყენებდა ამ დანიშნულებით 911-ს. მან ამ მანქანის სახურავზე „კემპინგისთვის“ სპეციალური კარავი დაამაგრა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მექანიკურ გაუმჯობესებებში კარგად ერკვევით, მაშინ ამ ავტომობილის ნამდვილ რაკეტად ქცევაა შესაძლებელი.




ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მანქანების გაუმჯობესებაში კარგად ერკვევა Brabus-ია. ახლახან ამ ადამიანებმა Brabus 900 Rocket R-ი გამოუშვეს, რომელიც Porsche 911 Turbo S-ზეა დაფუძნებული.

დიახ, არ გეშლებათ. ექსტერიერს სრულად ახალი დიზაინის მქონე კორპუსის დანამატები ამშვენებს. Brabus-ი ამ კომპლექტს Widestar-ს უწოდებს. თითქმის ყველა დეტალი კარბონისგან არის დამზადებული. ყველა ეს დანამატი აეროდინამიკურ გვირაბშია შემუშავებული, რათა 911-ის აეროდინამიკურობა არ გაფუჭებულიყო.




თუმცა, ყველაზე დიდი ცვლილება მანქანის კუდის მხარეს, ძრავის განყოფილებაშია. Brabus-მა 3.8-ლიტრიან ოპოზიტურ ძრავას ორივე ტურბინა გაუძლიერა. შედეგად, ამ აგრეგატს ახლა 900 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. მაღალი წარმადობისაა სპორტული გამშვები სისტემაც. მისი სარქვლები ელექტრონულად კონტროლდება. დამატებითი სიმძლავრის გამომუშავებით ახლა ეს 911 0-დან 100-მდე 2.5 წამში ჩქარდება. ქარხნულ Turbo S-ს ამ სიჩქარის განსავითარებლად 2.7 წამი სჭირდება.

სამწუხაროდ, Brabus-ი ფასის შესახებ სიტყვას არ ძრავს. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ Rocket 900 R-ი ძალიან, ძალიან, ძალიან ძვირი ეღირება.

გაზიარება: