Aa Aa
18 ივლისი 2023  |  13:28

Hyundai RN22e Goodwood-ის აღმართის დაძლევაზე თივაში შევარდა

ელექტრო Hyundai ათასობით მაყურებლის წინაშე სიჩქარის ფესტივალზე დაიმტვრა.

2024 წლის Ioniq 5 N-ი ის ავტომობილია, რომლითაც Hyundai Goodwood-ის საავტომობილო ფესტივალზე თავს იწონებდა. ამ 641-ცხენისძალიანი „ქროსოვერის“ მსოფლიო დებიუტი სწორედ ამ ღონისძიებაზე გაიმართა. მაგრამ, გასულ წელს გამოშვებულმა, Ioniq 6-ზე დაფუძნებულმა RN22e კონცეპტუალურმა მოდელმა უფროსი ძმის ტახტიდან ჩამოგდება გადაწყვიტა. ამ მანევრის შესრულებისას კი თივის ბარიკადებს შეასკდა.

მთელი სიჩქარით აწყვეტილი RN22e „გუდვუდის“ აღმართზე დამაჯერებლად მოდიოდა. ღონისძიებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. პირდაპირ რეჟიმში კი უფრო მეტი მაყურებელი ადევნებდა თვალს. სწორი მონაკვეთის გავლის შემდეგ ავტომობილს მარცხნივ უნდა შეეხვია. თუმცა, RN22e-მ ეს ვერ მოახერხა და მტვრის დიდი ბუღი დადგა.

სამწუხაროდ, Goodwood-ის გადამღები ჯგუფის კამერა ამ მმომენტში ავტომობილის დეტალზე იყო მიახლოებული. რაც ვიცით ისაა, რომ მანქანა აღნიშნულ მონაკვეთზე ზედმეტად მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და მოსახვევში შესვლა ვერ მოახერხა.

თანამედროვე EV-ები, ძალზედ მძლავრი აგრეგატების წყალობით, გასაოცრად სწრაფად ჩქარდება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი უხმაუროდ და უფრო მძიმედ ხდება. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ავარიის მიზეზიც. Hyundai ამბობს, რომ ეს ორძრავიანი კონცეპტუალური მოდელი 577 ცხენის ძალასა და 740 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

გაზიარება: