Aa Aa
10 მაისი 2020  |  12:17

2021 Alpina D3 S: M3 Diesel-ის განსახიერება

M340d-ს შემდეგი საფეხური „ალპინას“ მიერ გადამუშავებული მე-3 სერიის დიზელის ვერსიაა, რომელიც ასევე ფურგონის ძარაში იქნება ხელმისაწვდომი.

2019 წლის ოქტომბერში „ალპინამ“ ახალი B3 წარადგინა, ახლა კი მისი მოდელების ჩამონათვალს დიზელის ძრავის მქონე ვერსიაც დაემატა. Alpine D3 S, BMW M340d-ს გაუმჯობესებული ვერსიაა. სტანდარტული 3-ლიტრიანი მწკრივული განლაგების ძრავა გადაამუშავეს და ახლა ის 350 ცხენის ძალას და შთამბეჭდავ 730 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. ეს მაჩვენებელი სტანდარტული M340d-ს ვერსიას 15 ცხენის ძალით და 30 ნიუტონ-მეტრით აღემატება.

Alpina D3 S-ის სედანის 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,6 წამი, ხოლო ფურგონის ვერსიას - 4,8 წამი დასჭირდება. 0.2 წამის სხვაობა ფურგონის მეტი წონით არის განპირობებული. საინტერესოა, რომ Alpina-ს დიზელის ვერსიების აჩქარება BMW-ს ქარხნული M340d-ის ტოლია. „ალპინას“ სედანის მაქსიმალური სიჩქარე 273კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლოდ ფურგონს 3კმ/სთ-ით ნაკლები აქვს.

Alpina D3 S-ს მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 1,750 ბრუნიდან არის ხელმისაწვდომი, ამიტომ მას საკმაოდ დინამიური სიარული ახასიათებს. ეს მოდელი ტიუნინგ ატელიესთვის BMW-ს ჰიბრიდულ ძალოვან აგრეგატთან პირველი გამოცდილებაა. გარდა იმისა, რომ ჰიბრიდი საწვავის მოხმარებაზე დადებითად აისახება, ის ძრავის მუშაობის ქვედა დიაპაზონში ძალას ჰმატებს, რაც აქსელერეატორის საფეხურის უკუგებას აუმჯობესებს.

„ალპნიამ“ ასევე ZF-ის 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის პროგრამული უზრუნველყოფა გააუმჯობესა, რათა მომატებულ ძალასა და მაბრუნ მომენტს უპრობლემოდ გაუმკლავდეს და სიჩქარიდან სიჩქარეში უფრო სწრაფად გადართოს. D3 S-ს ელექტრონულად კონტროლირებადი უკანა დიფერენციალი აქვს, რაც მოდელის საბაზო კომპლექტაციაში შედის, ხოლო დაკიდების სისტემის და შასის გაუმჯობესებული კომპონენტები ბენზინზე მომუშავე ანალოგისგან არის აღებული.

სამუხრუჭე სისტემა უფრო დიდი B5 Bi-Turbo-სგან ისესხეს. დიზაინის ელემენტები ოდნავ შეცვალეს. ავტომობილის საბაზო კომპლექტაციას 19-იანი დისკები მოყვება, თუმცა 20-იანი დისკების არცევანიც არის შესაძლებელი. „ალპინას“ უბერებელი დიზაინის მქონე 20-ქიმიანი დისკების წონა 14 კილოგრამით შემცრიდა.

„ალპინა“ D3 S-ის შეკვეთების მიღება დაიწყო და პირველი მოდელების გაცემას ამ წლის ნოემბრიდან აპირებს. გერმანიაში ამ მოდელის სედანის ვერსიის ფასი €70,500-დან, ხოლო ფურგონის - €71,900-დან იწყება.

გაზიარება: