Aa Aa
2 აგვისტო 2023  |  13:59

თინეიჯერებმა მოპარული მანქანით პოლიციელები გაიტანეს

დაშავებული ოფიცერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვიდეოში, რომელიც ზემოთ არის მიბმული, ჩანს თუ როგორ ეჯახება წითელი Toyota Corolla პოლიციას. მოპარული ავტომობილს 17 წლის გოგონა მართავდა, მის გვერდით კი 15 წლის ბიჭუნა იჯდა. შემთხვევა ტორონტოში, კანადაში მოხდა. არასრულწლოვანები დაკავებულები არიან.

ველოსიპედიანი პოლიციელების ჯგუფი მოპარულ ავტომობილს შუქნიშანზე ელოდებოდა. მათთან მიახლოებისას Toyota-ს მძღოლმა, შენელების ნაცვლად, აქსელერატორს დააჭირა. შედეგად ერთი ოფიცერი იქვე მდგარ ავტომობილსა და „კოროლას“ შორის მოყვა.

ავარიის შემდეგ თინეიჯერებმა გზა განაგრძეს და ერთ-ერთ რაიონში მიიმალნენ. ორივე ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია და მათ ბრალად 8 სამართალდარღვევა ედებათ. დაშავებული პოლიციელი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ქვედა კიდურებზე დაზიანებები აქვს. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა ბედი ეწევათ კანონდამრღვევ თინეიჯერებს უცნობია. კანადის სპეციალური უწყებები მათ ვინაობას არ ასაჯაროვებენ. 

გაზიარება: