Aa Aa
18 აგვისტო 2023  |  14:00

უკონტროლო Tesla ფარეხს შეასკდა და სამი ადამიანი დაშავდა

ინციდენტი უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა, თუმცა ზუსტი მიზეზის დადგენა მაინც რთულია.

კალიფორნიაში Tesla Model Y მძიმედ დაზიანდა. მასში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. ზარალი მიადგა სახლის მფლობელს, რომელსაც ინციდენტის შედეგად ავტომობილი და ფარეხი დაუზიანდა.

ინციდენტი ლოს ანჯელესში გასულ შაბათს მოხდა. შემთხვევა უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა. კადრებში ჩანს, რომ Tesla-ს მძღოლი U-ს ტრაექტორიის მოხვევას ცდილობს. თუმცა, მოულოდნელად ის კონტროლს კარგავს და სრული სიჩქარით იქვე არსებულ „საპარკინგე“ ზოლისკენ მიდის. 

ელექტრო აგრეგატით აღჭურვილმა მოდელმა სიჩქარე მყისიერად განავითარა, ბორცვზე ახტა და ფარეხს შეასკდა. გზად ის Chrysler Pacifica-საც შეეჯახა. საბოლოოდ კი ფარეხის კარმა და კონსტრუქციამ გააჩერა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, Tesla-ში 90 წლის კაცი და 82 წლის ქალები ისხდნენ. სამივე მათგანი დაშავდა, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რამ გამოიწვია ეს შემთხვევა - დაუდგენელია. საინტერესო ისაა, რომ მსგავსი ტიპის ავარიები Tesla-ს ელექტრონული გაუმართაობის გამო ხშირად მომხდარა. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საქმე ადამიანურ ფაქტორთანაც გვქონდეს.

გაზიარება: