Aa Aa
21 აგვისტო 2023  |  10:32

ეს Bentley Continental Flying Spur-ი პიკაპია და ის იყიდება

W12-იანი სედანის პიკაპად გადაკეთება ექვსციფრიანი თანხა ჯდება და მას Decadence-ი ჰქვია.

ევროპულ ავტომწარმოებლებს მდიდრული კლასის პიკაპების შექმნის მცდელობა იშვიათად ჰქონიათ. Mercedes-ის X-Class-ი კომერციული ჩავარდნა იყო, ხოლო BMW-ს პიკაპები კონცეპტუალურის ფაზას არასდროს გასცილებია. ამ ფონზე კი იმ მანქანის „გაპიკაპება“ რომელსაც სურათებზე ხედავთ კიდევ უფრო უცნაურია. თუმცა, ეს ქარხნული ვერსია არ გახლავთ და ის მესამე მხარემ შექმნა.

ერთი გამოშვების Decadence-ი ბრიტანულმა კომპანია DC Customs-მა შექმნა. მფლობელმა ამ გარდასახვისთვის 120 000 ფუნტი სტერლინგი დათმო. მიუხედავად იმისა, რომ Bentley-ის სატვირთო მოდელი გიჟურად ჟღერს, ეს უცნაურად საინტერესო ავტომობილია. ამ საქმისთვის ავტომობილს ძალზედ კარგი ძრავა - W12 აქვს.



6-ლიტრიანი ორტურბინიანი აგრეგატი 560 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ მონაცემით ეს ავტომობილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პიკაპია. იმისათვის, რომ 2005 წლის Continental Flying Spur-ი გაპიკაპებულიყო („კაპიკი საკაპიკეში ჩაკაპიკებულა“) სერიოზული მუშაობა იყო საჭირო. მანქანას უკანა დგარი, უკანა კარის სამაგრები და სახურავი მოაჭრეს. ამის მიუხედავად, მოდელს ელექტრო ლუქი მაინც დაუტოვეს.

DC Custom-მა იმუშავა სატვირთო ნაწილზეც, რომელიც ნავის ფორმას იმეორებს. საბარგული ახლა ბევრი სათავსოა, სადაც უამრავი რამის შენახვაა შესაძლებელი. სპეციალური ადგილი არის გამოყოფილი ორი ბატარეისთვის.


მუქ იასამნისფერ ფერში შეღებილი Decadence-ს ხელით მოხატული კაპოტი აქვს. განახლებულია ინტერიერიც.

ახლა ეს ავტომობილი გასაყიდადაა გამოტანილი და მისი ხელში ჩაგდება 149 000 ფუნტ სტერლინგად არის შესაძლებელი.

გაზიარება: