Aa Aa
27 აგვისტო 2023  |  11:42

ელექტრო ავტომობილები გემიდან, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, კარგ მდგომარეობაშია

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, გემის ქვედა სართულები თითქმის არ დაზიანებულა.

გასულ თვეში სატვირთო გემ Fremantle Highway-ს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს გადარჩენილი 1000 ავტომობილიდან 500 ელექტროა. Boskalis Salvage Company-ს აღმასრულებელი დირექტორის პიტერ ბერდოვსკის თანახმად, გემი კარგ მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, ასევე კარგ მდგომარეობაშია ის 500 ელექტრო ავტომობილი, რომლებიც ხანძრის გაჩენისას ბორტზე იყო.

ნიდერლანდური მედიის თანახმად, 12 სართულიდან, ქვედა 4 სართული დაუზიანებელია და ელექტრო ავტომობილები სწორედ ამ სართულებზე იყო განთავსებული.

Fremantle Highway-ზე ჯამში დაახლოებით 3 783 ავტომობილი იყო. როგორც ცნობილია, გემს Volkswagen-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის, Rolls-Royce-ისა და სხვა ბრენდების ავტომობილები გადაჰქონდა.

პირველი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ელექტრო ავტომობილს გაუჩნდა და სხვებზე გავრცელდა. გემი ნიდერლანდების ემსჰაფენის პორტში გადაიყვანეს.

„არ გვსურს, ავტომობილებს გადატანის პროცესში ისევ ხანძარი გაუჩნდეს. ამ ავტომობილებს მაღალი ვოლტაჟის დამუხტული ბატარეები აქვს, რაც საკმაოდ საშიშია“, - ამბობს ბერდოვსკი.

გაზიარება: