Aa Aa
26 აგვისტო 2023  |  12:11

ტეხასელი ქალის ავტომობილს შუბი ესროლეს

ქალს გაუმართლა, რომ გადარჩა.

ტეხასელ ქალს გაუმართლა, რომ გადარჩა, როცა ვიღაცამ მის ავტომობილს მაგისტრალზე ფოლადის შუბი ესროლა.

ეს საშიში შემთხვევა სან ანტონიოში მოხდა. სავარაუდოდ, ავტომობილს შუბი გზის კიდეზე მდგარმა ადამიანმა ესროლა. შუბმა საქარე მინა ჩაამსხვრია და კინაღამ ქალს მოხვდა. შევონ ქენალსი საჭემ გადაარჩინა.

მან ტიკ ტოკზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა. ერთ-ერთში ჩანს, როგორ არის შუბი საქარე მინიდან გამოყოფილი. მეორე ვიდეოში კი ჩანს, როგორ იღებენ პოლიციელები ბასრ იარაღს ავტომობილიდან.

„ვიღაცამ იცის რა მოხდა და იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება. ეს ძაან საშიში იყო. ჩემს ადგილას შეიძლებოდა სხვა ნებისმიერი ყოფილიყო“, - ამბობს ქენალსი.

სან ანტონიოს პოლიციის სერჟანტის თქმით, პოლიცია კამერების ჩანაწერებს ნახავს და ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენას შეეცდება.

სასიკვდილო იარაღით თავდასხმისთვის ტეხასში სასჯელ 2-20 წელია.

გაზიარება: