Aa Aa
2 სექტემბერი 2023  |  13:13

ეს Lamborghini Aventador-ი სვაროვსკის 1,350,000 კრისტალითაა დაფარული

ალმასებით მოჭედილი Lamborghini Aventador-ი Shinichi Morohoshi-ს ერთადერთი ქმნილება არ არის, მაგრამ ყველაზე გიჟურია.

ადამიანები რას აღარ აკეთებენ იმისთვის, რომ სხვებისგან გამორჩეულები იყვნენ.

ამ იაპონელმა მამაკაცმა Lamborghini Aventador-ში $2 მილიონი გადაიხადა. ამაზე არ შეჩერდა და სუპერქარის სვაროვსკის თვლებით დასაფარად დამატებით $1.35 მილიონი გადაიხადა.

Shinichi Morohoshi ავტომობილების გიჟური გარდაქმნით არის დაკავებული. ეს Aventador-ი კი მათგან ერთ-ერთი საუკეთესოა.

სუპერქარის შეძენის შემდეგ ტოკიოში დაფუძნებულმა ტიუნერმა ავტომობილს Fighting Star აღჭურვილობა დაუმატა. დისკები Lexani-სგანაა. Led მაშუქებიც ახალია.

Morohoshi-ს გუნდმა სუპერქარზე სვაროვსკის კრისტალების დასამაგრებლად 9 თვე დახარჯა. ავტომობილის ყველა დეტალი ბოლომდე დაფარულია.

იაპონელ ბიზნესმენს „ლამბოების“ შესანიშნავი კოლექცია აქვს. მის მფლობელობაშია: Diablo Super Veloce, Murciélago Roadster-ი, Murciélago Coupe და Aventador Anniversario.  

ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი გარდაქმნა ყველას გემოვნებაში არ ჯდება. განსაკუთრებით, კი ეს Lamborghini-ს ენთუზიასტებს არ მოსწონთ.

გაზიარება: