Aa Aa
12 ოქტომბერი 2023  |  15:27

Lister Jaguar-ის ამბიცია და მიღწეული მიზანი

თანამედროვე ავტოსამყაროში იშვიათად შევხვდებით ისეთ კომპანიებს, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული მოდელების შექმნა შეუძლია. 80-იან წლებში კი ეს პრინციპის ამბავი იყო და ამ ყველაფრის დამსახურებაა ის, რომ დღესაც კი შეგვიძლია წარსულის ქმნილებებით დავტკბეთ. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი Lister Jaguar XJS Le Mans-ია.

The Lister Le Mans | Lister Cars

ამ ავტომობილის იდეა ყველაზე სწრაფი 4-ადგილიანი ავტომობილის სტატუსის მოპოვება იყო. თუმცა, სტანდარტული კორპუსი ისეთი დიზაინის იყო, რომ უკანა რიგში მგზავრების კომფორტულად მოთავსება პრობლემას წარმოადგენდა. ამ საკითხის გადასაჭრელად ინჟინრებმა Jaguar XJS-ის უკანა ვერტიკალური ბრტყელი შუშა უფრო ოვალურით ჩაანაცვლეს. აგრეთვე, მათ საწვავის ავზის კიდევ უფრო უკან გადანაცვლებაც მოუწიათ. ყველა ამ გადაწყვეტილების შედეგაგ კი უკანა სავარძლებზე ორ ადამიანს უკვე გამართულად შეეძლო მოთავსება.

Ref 163 1990 Jaguar Lister XJS

ეს ავტომობილი 80-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. ის იმით იყო საინტერესო და ხმაურიანი, რომ მასში არა მხოლოდ ვიზუალური ცვლილებები იყო შეტანილი, არამედ სავალი ნაწილის დეტალებსაც კი საკუთარი კოდი ჰქონდა მინიჭებული და ისინი სრულიად განსხვავდებოდა ქარხნული დეტალებისგან. ძრავის ღერძი და სხვა ძირითადი კომპონენტები ლეგენდარული Cosworth-ის მიერ იყო შემუშავებული, რაც მიზეზი გახდა იმისა, რომ Lister Jaguar-ი იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი 4-ადგილიანი ავტომობილის სტატუსს ატარებდა.

Rare Rides: A Lister Lemans From 1990 Isn't Your Father's XJS | The Truth  About Cars

მისი 12-ცილინდრიანი აგრეგატის მოცულობა 7 ლიტრს აღწევდა, ინჟინრებმა ეს არ იკმარეს და მას ორი ტურბო დაუმატეს. აღნიშნულ ავტომობილს 604 ცხენის ძალა ჰქონდა და 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის დახმარებით მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-მდე აღწევდა.

Lister Jaguar Le Mans for sale

Lister Jaguar Le Mans-ი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და უდიდესი შესაძლებლობები ჰქონდა, ამ ყველაფერთან ერთად მისი ღირებულებაც შესაბამისი იყო. მისი ფასი 170 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი იყო, რაც იმ დროისთვის ძალიან ძვირს ნიშნავდა.

გაზიარება: