Aa Aa
1 აპრილი 2024  |  12:58

Nissan-ი 2027 წლისთვის 30 ახალ მოდელს გამოუშვებს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, Nissan Motor-ი 30 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს. კომპანიის მიზანი ავტომობილების გლობალური გაყიდვების 1-მილიონიან ნიშნულამდე ზრდა და მოგებიანობის გასაუმჯობესებლად, ხარჯების შემცირებაა.

საშუალოვადიანი გეგმის განხილვისას, გაყიდვებით იაპონიის მესამე უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა, ფინანსური წლის ბოლომდე - 2027 წლის მარტი - საოპერაციო მოგების მარჟის 6%-მდე ზრდა დააანონსა. პარალელურად კი, აქციონერთა მიერ მიღებულმა თანხამ, მათ მიერ ჩადებული ინვესტიციის 30%-ზე მეტი უნდა შეადგინოს.


Nissan-ი ელექტრომობილების პიონერია, სრულად ბატარეაზე მომუშავე მოდელის, Leaf-ის წყალობით, თუმცა, ბოლო პერიოდში, ავტომწარმოებლის მცდელობები მისმა ამერიკულმა კონკურენტმა Tesla-მ გადაფარა, ხოლო ჩინურ ბაზარზე - მსოფლიოში უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე - BYD-ი დომინირებს.

Nissan-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის სრულად ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებზე კომპანიის გლობალური გაყიდვების დაახლოებით მეხუთედი უნდა მოდიოდეს, ჰიბრიდულ ენერგოსისტემაზე მომუშავე ავტომობილებზე დამატებით მეხუთედი, დარჩენილი 60% კი, შიდა წვის ძრავების მოდელებზე გადანაწილდეს. ათწლეულის ბოლომდე, Nissan-ის გლობალური გაყიდვების 60%-ს ელექტრიფიცირებული მანქანები უნდა შეადგენდეს.


რაც შეეხება ახალ მოდელებს: Nissan-ის 30 ახალი მოდელიდან 16 ელექტრიფიცირებული იქნება, მათ შორის რვა სრულად ბატარეაზე მომუშავე, ოთხი - plug-in ჰიბრიდი. Nissan-ი ახალი თაობის ელექტრომობილების ღირებულების 30%-ით შემცირებასაც გეგმავს, რათა მათი კონკურენტუნარიანობა შიდა წვის ძრავის მქონე მოდელებთან შედარებით გაიზარდოს.

შეერთებულ შტატებსა და კანადაში, Nissan-მა შვიდი ახალი მოდელის გაშვება და ბრენდისთვის სამგზავრო მანქანების ხაზის 78%-ით განახლება დააანონსა, ასევე გამოუშვებს ახალ ელექტროდამუხტვისა და plug-in ჰიბრიდულ მოდელებს. რვა ახალი მოდელი გაეშვება ჩინეთის ბაზარზე, ექვსი - ევროპაში. 2029 წლის მარტის ფინანსური წლის დასასრულამდე, Nissan-ი სამ ახალ, ელექტრო SUV-საც გამოუშვებს, რომელიც დატენვის ხანგრძლივობას 50%-ით შეამცირებს.

გაზიარება: