Aa Aa
5 აპრილი 2024  |  18:32

M4-ების და 4-Series-ების გამოშვება შესაძლოა შეჩერდეს

ახალი ანგარიში: BMW 4-Series-ების ხაზიდან შესაძლოა შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მოდელები გაქრეს

როგორც ჩანს, გერმანულ ავტომწარმოებელს M4-ის ან 4-Series-ის ახალ მოდელებზე სამომავლო გეგმები არ აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ბენზინზე მომუშავე ავტომობილები შესაძლოა მომავალში სამუდამოდ გაქრეს, ჰორიზონტზე ელექტრო i4 Coupe და კაბრიოლეტი მოჩანს.  

მოხსენება გასულ თვეში გამოქვეყნდა. ის, რომ BMW წარმოებიდან Z4-ის, 8-Series Coupe-ესა და კაბრიოლეტის ამოღებას განიხილავს გასაკვირი არაა, იქიდან გამომდინარე, რომ სამივე მათგანი შეზღუდული რაოდენობით იყიდება.

თუმცა, სამომავლოდ, შესაძლოა მხოლოდ ეს მოდელები არ „გაიწიროს“. ავტომწარმოებლის ბლოგის თანახმად, მომავალში, სავარაუდოდ 4-Series-ების ახალ თაობასაც ვერ ვიხილავთ. მართალია ეს წინადადება მცირე იმედს მაინც ტოვებს, ანგარიში სხვადასხვა წყაროებს იმოწმებს იმის დასამტკიცებლად, რომ CLAR-ის ბაზის მიხედვით 4-Series-ების აწყობა აღარ იგეგმება.



მაგრამ თამაში ბოლომდე არ დასრულებულა. დიდი ალბათობით, გერმანული მარკა i4 Coupe-ესა და კაბრიოლეტს, Neue Klasse-ის ბაზაზე ააწყობს. შედეგად 4-Series სიცოცხლეს განაგრძობს, ოღონდ მხოლოდ ელექტროენერგიით.

ბოლომდე კი BMW რეგულარულ 4-Series-ებს ვერ ელევა და მიუნხენში, მოდელების წარმოების სამომავლო პერსპექტივებზეც საუბრობენ. შესაძლოა CLAR-ის ბაზაზე აწყობილი ავტომობილები აღარ ვიხილოთ, თუმცა 4-5 წელიწადში განახლებებით მივიღოთ ალტერნატივა, ძველი დიდების დასაბრუნებლად.

და მაშინ, როდესაც ავტომწარმოებლის უახლოეს გეგმებში ბენზინზე მომუშავე M4-ები არ შედის, BMW ელექტრიფიკაციისკენ მაღალი სიჩქარით მიისწრაფვის.

ახლა მხოლოდ Bimmerpost-ის ვარაუდებს შეგვიძლია დავეყრდნოთ, 2028 წლის ივნისამდე M4 და 4-Series-ების წარმოებაში დატოვების შესახებ. შემდეგი თაობის i4-ის წარმოება ივლისში იგეგმება. შორეული მომავლის შეფასება კი, ამ ეტაპზე რთულია.  

 

გაზიარება: