Aa Aa
8 აპრილი 2024  |  14:53

13 წლის ბავშვმა Lamborghini Huracan-ის წვიმიან ამინდში დაამტვრია

არასაკმარისი უნარების, არახელსაყრელი პირობებისა და, სავარაუდოდ, სატერფულებზე ვერ მიწვდომის გამო, ეს ძვირადღირებული ავარია მოხდა.

ხალხი ძვირადღირებულ სუპერავტომობილებს სულ ამტვრევს. ეს ახალი არავისთვისაა. როდესაც ბნელა და ასფალტი სველია, ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო ხშირად ხდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში 13 წლის ბავშვები არ ხვდებიან და ეს ნამდვილად დიდი იშვიათობაა. დიახ, სწორად წაიკითხეთ. ამ დამტვრეული ავტომობილის საჭესთან თინეიჯერი იჯდა. შემთხვევა კანადაში მოხდა.

25 აპრილს საღამოს 11 საათზე პოლიციაში შეტყობინება შევიდა. როდესაც ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მათ დამტვრეული სუპერავტომობილი დახვდათ, შიგნით კი არავინ იჯდა. ამის შემდეგ პოლიციამ მძღოლის ძიება დაიწყო.

ავტომობილის მფლობელთან დაკავშირების შემდეგ გაირკვა, რომ მანქანას 13 წლის ბავშვი მართავდა. მას გვერდით მეგობარი ეჯდა. მაღალი ალბათობით, ამაყმა თინეიჯერმა ავტომობილი მოიპარა და მეგობარზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა. მისდა სამწუხაროდ, გარეთ სიბნელე და იყო და წვიმდა. სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბების და მანქანაზე ნაკლები კონტროლის გამო არასრულწლოვანს მანქანა მოუსრიალდა და დაიმტვრა. საბედნიერიდ, ახალგაზრდები უვნებლად გადარჩნენ.

ზარალის ზუსტი ოდენობა დაუზუსტებელია. მანქანა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. დეტალებში შესვლას აზრი არ აქვს. ამ „ლამბოს“ მფლობელი სერიოზულ შარშია. დამტვრეულ მანქანასთან ერთად მას დიდი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. ეს ყველაფერი ძალზედ მძიმედ შეიძლებოდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ, მშობლები ავტომობილის გასაღებს უფრო უკეთესად შეინახავენ.

გაზიარება: