Aa Aa
8 აპრილი 2024  |  15:19

რატომ არ იყიდება 9.5-მილიონიანი Lamborghini Veneno?

დუბაის დილერი თითქმის 10-მილიონიანი Veneno Roadster-ის გაყიდვას 2 წელზე მეტია ცდილობს.

მსოფლიოში სულ Lamborghini Veneno Roadster-ის 9 ეგზემპლარი არსებობს. ახლახან კი ერთ-ერთი აუქციონზე გამოჩნდა. ალბათ, იფიქრებთ, რომ ასეთ ექსკლუზიურ ავტომობილს გაყიდვა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ამ Veneno-ს შემთხვევა განსხვავებულია.

ეს ავტომობილია დიდი ხანია, რაც დუბაიშია. ის VIP Motors-ის სადილეროში დგას. მის სანაცვლოდ კი 9.5 მილიონ დოლარს ითხოვენ. ახლა ეს მანქანა აუქციონზე გადის, თუმცა, საკმაოდ მაღალი რეზერვი აქვს.



ეს „ვენენო როდსტერი“ 9 შექმნილი ეგზემპლარიდან ნომრით მეორეა. მოდელი შავ უპრიალებელ ფერშია შეღებილი და ღია მწვანე აქცენტები ამშვენებს. მას სამი მფლობელი მაინც ჰყავდა. ერთ-ერთი კი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრიც იყო.

2020 წელს RM Sotheby-ის აუქციონზე ეს ავტომობილი 4.5-5.5 მილიონ ევროდ უნდა გაყიდულიყო, თუმცა, არ გაიყიდა. იმ პერიოდში კოვიდ-19 ბატონობდა, რამაც ავტომობილების ღირებულებაზე დიდი გავლენა იქონია. 




მიუხედავად იმისა, რომ Veneno ხელიდან ხელში რამდენჯერმე გადავიდა, მის ოდომეტრზე მხოლოდ 1 778 კილომეტრია გამოსახული. მდგომარეობა კი წუნდაუდებელია. შეგახსენებთ, რომ ის 6.5-ლიტრიანი V12-ით არის აღჭურვილი, რომელიც პიკური დატვირთვისას 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

როგორ ფიქრობთ, რა არის ამ „ლამბოს“ რეალური ფასი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. 

გაზიარება: