Aa Aa
12 აპრილი 2024  |  11:53

Pininfarina-ს თავმჯდომარე, პაოლო პინინფარინა გარდაიცვალა

პაოლო პინინფარინა საოჯახო ბიზნესში 1982 წლიდან იყო ჩართული, იქამდე კი Cadillac-ში, Honda-ში და GM-შიც მუშაობდა.

9 აპრილს, 65 წლის ასაკში Pininfarino Group-ის თავმჯდომარე, პაოლო პინინფარინა გარდაიცვალა. პაოლო იმ კომპანიას ხელმძღვანელობდა, რომელიც მისმა ბაბუამ, ლეგენდარულმა დიზაინერმა, ბატისტა „პინინ“ ფარინამ 1930 წელს დააარსა.

პაოლომ კომპანიის მართვის სადავეები 2008 წელს თავისი ძმისგან, ანდრეასგან გადაიბარა. სამწუხაროდ, ანდრეა პინინფარინა ავტოკატასტროფაში 51 წლისას დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ კომპანიაში ფინანსური კრიზისი დაიწყო. 80-იან წლებში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა Pininfarina Group-ის დივერსიფიკაციის პროცესში.



პაოლო პინინფარინა 1958 წლის 28 აგვისტოს დაიბადა. ის მექანიკური ინჟინერიის სპეციალისტი გახლდათ და კარიერის განმავლოაში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის მუშაობდა, როგორიც „კადილაკი“, „ჰონდა“ და „ჯენერალ მოტორსია“. 1982 წელს კი საოჯახო ბიზნესში ჩაერთო. 1987-ში ის Pininfarina Extra S.p.A.-ს პრეზიდენტი და ხელმძღვანელი გახდა. ეს კომპანია ინდუსტრიული, საავეჯო, არქიტექტურული, საზღვაო და საავიაციო პროექტებს ასრულებდა.

Pininfarina-ში პაოლოს ხელმძღვანელობით Ferrari-ის პლატფორმაზე დაფუძნებული Pininfarina Sergio Barchetta გამოვიდა. ეს ავტომობილი მან თავისი გარდაცვლილი მამის პატივსაცემად შექმნა. ასევე, მის სახელს უკავშირდება 2019 წელს Rimac-ზე დაფუძნებული Automobili Pininfarina Battista-ს ელექტრო ჰიპერავტომობილიც.

პაოლო პინინფარინას მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავდა. ის, თუ ვინ გააგრძელებს ლეგენდარული კომპანიის ბიზნეს საქმიანობას, ამ ეტაპზე, უცნობია.

გაზიარება: