Aa Aa
17 აპრილი 2024  |  18:13

2-დოლარიან Jeep Wagoneer-ს მხოლოდ 4-დოლარიანი ნაწილი სჭირდება

მანქანების შეკეთების ცოდნა ფასდაუდებელი უნარია. და მაშინ, როდესაც თანამედროვე მანქანებზე მუშაობა უფრო რთულია, 1960-იანი წლების ავტომობილების შეკეთება შედარებით მარტივი და სასიამოვნო პროცესიცაა.

ამის მაგალითია 1964 წლის Jeep Wagoneer-ი, რომელიც ჯეიმსმა, Low-Buck Garage-დან სულ რაღაც $2-ად იყიდა. ჯიპი ნიუ-მექსიკოს სანომრე ნიშნებით ბოლოს 1996 წელს დააფიქსირეს. ტრასაზე ავტომობილმა 33 წელი გაატარა, დანარჩენი 26 წელი კი, როგორც ჩანს, გაჩერებული იყო. თუმცა, არც გზებზე გატარებული სამი ათწლეული უნდა ყოფილიყო Wagoneer-ისთვის მარტივი.

Jeep Wagoneer-ის წინა მფლობელმა ავტომობილში ძრავა და გადაცემათა კოლოფი შეცვალა. და მიუხედავად თავდაპირველი ძრავის არარსებობისა, შეცვლილი ძრავა რესტავრაციის შესაძლებლობის იმედს იძლევა. განახლებული ძრავით Wagoneer-ს ახალი სიცოცხლეც დაუბრუნდება.

თუმცა ძრავას ხელახალი ამუშავებისთვის დამატებით რამდენიმე სხვა ნაწილიც დასჭირდება. მათ შორის: აალების სანთელი, ანთების კოჭის ხუფი და $3.79-იანი მაბრუნი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ტრასაზე სრულყოფილი დაბრუნებისთვის Wagoneer-ს უფრო დიდი გზის გავლა მოუწევს. შესაკეთებელია გადაცემათა კოლოფი და კონუსის სატერფული, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია ავტომობილის მუხრუჭებიც.

შესაბამისად, შესყიდვის ფასზე 100-ჯერ მეტის, ანუ $200-ის დახარჯვით, Wagoneer-ი ტრასაზე დასაბრუნებლად კვლავ მზად იქნება. ჯეიმსმა ავტომობილი უკვე დაარეგისტრირა და სანომრე ნიშნებიც აიღო. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის მართვა გზებზე უკვე კანონიერია, თუმცა, პირველი მოგზაურობისთვის ჯერ მზად მაინც არ არის.

Wagoneer-ის მართვა ამ მოცემულობითაც შესაძლებელია, თუმცა ვერცერთი ავტომობილი ვერ იქნება სრულყოფილი მუხრუჭების გარეშე. $200-იანმა ნაწილმა შესაძლოა მუხრუჭების პრობლემა მოაგვაროს, თუმცა იმისთვის, რომ მანქანამ დახურული კაპოტით იმოძრაოს, შესაკეთებელი რჩება საწვავის სისტემა და გადაცემათა კოლოფიც, რომელიც უცნაურ და ჯერ დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული ხმებს გამოსცემს.

 

გაზიარება: