Aa Aa
18 აპრილი 2024  |  14:26

მანქანის გამყიდველმა კოლეგასთან კამათისას Lamborghini დაწვა

Gallardo-სთვის ცეცხლის წაკიდება: ახალი გზა კამათის შესაწყვეტად

კამათის დასასრულებლად ბევრი ხერხი არსებობს, თუმცა, მეორადი ავტომობილების გადამყიდველის გადაწყვეტილება ყველანაირ ზღვარს გასცდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინდოელმა დილერმა შუა კამათისას არც მეტი არც ნაკლები ცეცხლი Lamborghini-ის წაუკიდა. ინციდენტი შაბათს, 13 აპრილს მოხდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში კარგად ჩანს როგორ იწვის Lamborghini Gallardo, თანაც მზის სინათლეზე.

ავტომობილის მფლობელმა ადგილობრივ პოლიციას საჩივრით უკვე მიმართა. ნეერაჯის განცხადებით, ის კიდევ ერთ პირს ხვდებოდა, რომელმაც მას შემდეგ რაც კამათი გამწვავდა Lamborghini-ის ცეცხლი წაუკიდა. როგორც ცნობილია, ორივე მათგანი მეორადი მანქანების გადამყიდველია, რომლებიც ერთმანეთს წინა მანქანიდან მიღებული საკომისიოს გაყოფაზე დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ კი ვერ შეთანხმდნენ და Lamborghini-იც შეიწირეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში უკვე ცეცხლმოკიდებული Gallardo ჩანს, რომლის მარცხენა ნახევარი თითქმის სრულად დამდნარია. მანქანა გზის პირზე დგას, თუმცა, საბედნიეროდ, დარჩენილი ადგილი სხვა მძღოლებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას უტოვებს.

ვიდეოშიც ჩანს რომ მანქანასთან ახლოს არავინ არ დგას. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ადგილზე მისვლის დროს, მანქანის „გადარჩენა“ უკვე შეუძლებელი იყო. ადამიანი, რომელმაც Lamborghini დაწვა კი, ამ დრომდე თავისუფალია.

Lamborghini Gallardo 2004-2014 წლებში გამოდიოდა. ავტომობილი V10 ძრავითაა აღჭურვილი და 562 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სამწუხაროდ, ამ ინციდენტის შემდეგ, მსოფლიოში უკვე მისი ერთით ნაკლები ეგზემპლარი არსებობს.

 

გაზიარება: