Aa Aa
18 აპრილი 2024  |  15:44

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი - Aspark Owl-ი

Owl-ს 4 ელექტრო ძრავა აქვს, რომელიც ჯამურად 1 985 ცხენის ძალასა და 2 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

სურათებზე თქვენ იაპონურ სპორტულ ავტომობილს, Aspark Owl-ს ხედავთ. ავტომოყვარულებსა და კოლექციონერებს კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და სწრაფი ავტომობილის ხელში ჩაგდება შეუძლიათ.

Owl-ის გამოსვლიდან დაახლოებით 7 წელია გასული. მწარმოებელმა თავის დროზე 50 ეგზემპლარის გამოშვება დააანონსა. მიწოდება კი გასულ წელს დაიწყო. ამ მომენტისთვის Owl-ის წარმოების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი. თუმცა, ცნობილი ისაა, რომ მყიდველები შეკვეთის დღიდან მიწოდებამდე ერთი წელი მაინც იცდიან. მათთვის კი ვისაც ამ ავტომობილის შეძენა დაუყოვნებლივ სურს კარგი ამბავი გვაქვს. Owl-ის ერთ-ერთი ეგზემპლარი აუქციონზე გადის.




ამ ელექტრომობილის გასაყიდი განცხადება SBX-ზე აიტვირთა. სამწუხაროდ, დეტალები ავტომობილის ზოგადი მდგომარეობის შესახებ დაუზუსტებელია.

Owl-ს ოთხი ელექტრო ძრავა აქვს, რომელთა საერთო სიმძლავრეც 1 985 ცხენის ძალასა და 2 000 ნიუტონ მეტრს სცდება. ეს ელექტრო აგრეგატები ძალას 64 კვ.სთ-იანი ბატარეიდან იღებს. მოდელს 0-დან 100-მდე აჩქარება 1.7 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კმ/სთ-ს აღწევს.



Owl-ი საკმაოდ ხარისხიანად არის აწყობილი. საუცხოო დიზაინისაა სალონი. მანქანას არც კარბონი აკლია. სავარძლები და ღვედები Sparco-სია. მაჩვენებელთა დაფასთან და ცენტრალურ კონსოლთან ერთად ციფრულია სარკეებიც. მოკლედ, ამ ავტომობილში არავინ მოიწყენს.

როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ავტომობილის ფასი? რამდენად შეფასდება ის აუქციონზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: