Aa Aa
23 აპრილი 2024  |  15:15

ლაზერი: ყველაზე ეფექტიანი გზა მანქანიდან ჟანგის მოსაცილებლად

დაჟანგული Toyota 4Runner-ის სრულად განახლება

ლაზერი ავტომობილებიდან ჟანგის მოსაშორებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა აღმოჩნდა. ამის კარგი მაგალითი 30 წლის Toyota 4Runner-ია, რომელიც ლაზერული წმენდის შემდეგ ისე გამოიყურება, ბევრს ეგონება რომ მანქანამ, Toyota-ს საწარმოო ქარხანა სულ რამდენიმე საათის ან მაქსიმუმ დღის წინ დატოვა.

მანქანის დეტალური და კოსმეტიკური განახლების სრული ვიდეო I Am Detailing-მა საკუთარ YouTube არხზე განათავსა. ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ მესამე თაობის 4Runner-ს ჭუჭყი და ზეთი ჯერ მშრალი ყინულით მოაშორეს, შემდეგ კი საქმეში საკმაოდ მაღალი სიმძლავრის, 1,000-ვატიანი ლაზერული საწმენდი აპარატიც ჩაერთო.

შედეგად მივიღეთ ავტომობილის სრული და დეტალური ლაზერული წმენდა, გარე საფარით დაწყებული, ბორბლებითა და სამუხრუჭე დისკებით დასრულებული. ლაზერული დამუშავების შემდეგ კი, 4Runner-მა რეცხვის, შეღებვისა და კერამიკული საფარის საფუძვლიანი კორექციის ეტაპებიც გაიარა და პირვანდელ მდგომარეობასაც დაუბრუნდა.  

ლაზერით განახლების შემდეგ 30 წლის ბებერი 4Runner-ი ახალი ავტომობილივით გამოიყურება და თავისი განსაზღვრული მოვალეობის შესასრულებლადაც მზადაა. მანამდე კი, შეგიძლიათ Toyota-ს ყველგანმავლის ლაზერული წმენდის ვიდეოს უყუროთ და სადმე ძველი მანქანები გადამალული თუ გყავთ, მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაზეც იფიქროთ.

გაზიარება: