Aa Aa
7 მაისი 2024  |  14:35

Miami GP: ლანდო ნორისის პირველი გამარჯვება

ლანდო ნორისმა „ფორმულა 1“-ის კარიერაში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. მაიამის გრან-პრიში, რომელიც ლანდოსთვის რიგით 110-ე რბოლა იყო, McLaren-ის პილოტმა 29-ე წრეზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლით ისარგებლა და მაქს ფერსტაპენისთვის პირველი ადგილის ჩამორთმევა შეძლო.



2024 წლის სეზონის მეექვსე ეტაპი მაიამის საერთაშორისო ავტოდრომზე შედგა. კარიერაში პირველი გრან-პრის მოპოვებასთან ერთად, ლანდომ ანტირეკორდის შეწყვეტაც შეძლო - 15 პოდიუმი, მე-6 სეზონში, გამარჯვების გარეშე. ნორისმა რბოლაში პირველობა მაშინ მოიპოვა, როდესაც რბოლის სხვა ლიდერები - მათ შორის მაქსიც - პიტ-სტოპზე შევიდნენ, თავად კი პიტ-სტოპი მხოლოდ ერთხელ, სწორედ უსაფრთხოების მანქანის გამოჩენის დროს გამოიყენა.

უსაფრთხოებიც მანქანა კი ტრასაზე 29-ე წრეზე, ლოგან სარჯენტისა და კევინ მაგნუსენის ინციდენტის დროს გამოჩნდა. ლანდომ რბოლის ლიდერობა გამოიყენა, თუმცა, წინ კიდევ 24 წრე იყო დარჩენილი, მოქმედი ჩემპიონის უკან ჩამოსატოვებლად. მიუხედავად დაძაბულობისა, ლანდო გამარჯვებაზე იყო ორიენტირებული და მაქსისგან თავდაცვის ნაცვლად მას ყოველ მომდევნო წრეზე თანმიმდევრულად შორდებოდა. საბოლოოდ, 24 წლის პილოტმა ფერსტაპენს 7.6 წამით აჯობა.

მაიამის პირველი ადგილით კი, ნორისმა McLaren-ს ბოლო 12 წელში მეორე, ხოლო 2021 წელს, იტალიურ გრან-პრიში დანიელ რიკიარდოს ტრიუმფის შემდეგ პირველი გამარჯვება მოუტანა.

მეორე და მესამე კვალიფიკაციის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ ფერსტაპენისთვის ყველაზე დიდი საფრთხე Ferrari იქნებოდა. მაქსმა რბოლა მეორე ადგილზე დაამთავრა,  მათთან ერთად კი პოდიუმზე სწორედ Ferrari-ის პილოტი, ჩარლზ ლეკლერკი ავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატის პილოტების სატურნირო ცხრილში, ნიდერლანდელი 136 ქულით პირველ ადგილს იკავებს, Red Bull-ის მეორე პილოტი, სერხიო პერესი კი მას 33 ქულით ჩამორჩება. ხუთეულში არიან ლეკლერკი (98 ქულა), ნორისი (83 ქულა) და საინზი (83 ქულა).

 

გაზიარება: