Aa Aa
10 მაისი 2024  |  13:40

Citroën-მა შექმნა ვენი, რომელსაც ორი „ცხვირი“ აქვს

Citroën Relay Back to Back-ს განსხვავებული დანიშნულება აქვს.

კომერციული ავტომობილები ავტომოყვარულებში ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ის, რაზეც ამ სტატიაში უნდა ვისაუბროთ, ყველა მოყვარულის ყურადღებას იმსახურებს. ახლახან „სიტროენმა“ Fiat Ducato-ს ისეთი ვერსია გამოუშვა, რომელსაც უჩვეულო კონფიგურაცია აქვს. ამ კონფიგურაციის გამო მას Back to Back დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს მანქანა „ფოტოშოპში“ გაკეთებული გეგონოთ, გეტყვით, რომ ის ნამდვილია და არსებობს! თანაც, საკმაოდ ჭკვიანური რამაა. 


Citroën-ის ბრიტანულ საიტზე, კომერციული ავტომობილების განყოფილებაში, ამ მანქანას გადააწყდებით. Relay Back to Back-ის შექმნის იდეა წარმოებისა და გადაზიდვების დაბალი ხარჯებია. დაიბენით? ახლავე აგიხსნით! ვენის ცხვირები ერთმანეთთან დროებითი კონსტრუქციით არის შეერთებული. ისინი იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც „სახლი ბორბლებზე“ მანქანებს, გადასატან სახლებს და სპეციალურ სამაშველო ან სასწრაფო დახმარების მანქანებს აწყობენ.

წარმოების ხარჯებს ფრანგული კომპანია სწორედ იმით ზოგავს, რომ ავტომობილს სატვირთო განყოფილება უკან არ აქვს. მეტიც, უკან საერთოდ არაფერი აქვს. ერთი მანქანა ორი ცხვირით უდრის ორი ერთი, ან სხვადასხვა დანიშნულების მქონე მანქანას, მას შემდეგ, რაც დროებითი კონსტრუქცია დაიშლება (თავიდან გადაიკითხეთ და მიხვდებით). ორი ცხვირის შეერთებით ეს მანქანები უფრო მოკლეცაა, რითაც გადაზიდვის ხარჯები იზოგება. მიხვდით ხო?

ცალკეულ ბიზნესებს ვენის უკანა მხარის მოწყობაში სრული თავისუფლება ეძლევათ. ასე არამარტო ხარჯები, არამედ სამრეწველო ნარჩენების რაოდენობაც მცირდება.

Back to Back მოდელის ფასი 36 018 გირვანქა სტერლინგია, რაც 45 000$-ის ეკვივალენტია. სამწუხაროდ, ამ ფასად ერთი „ორცხვირიანი“ მანქანა მოგდით თუ მხოლოდ ერთი „ცხვირი“ დაუზუსტებელია.

ასე კეთდება საქმე ფრანგულად (ფრანგებო, არ გეწყინოთ).

გაზიარება: