Aa Aa
21 მაისი 2024  |  15:19

Toyota Camry ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე „ჩაიჭედა“

ცუდი გადაწყვეტილება ყველას მიუღია, თუმცა, როდესაც ერთ ცუდ გადაწყვეტილებას მეორე ემატება... ხშირად გამოუვალი სიტუაციებიც იქმნება. სწორედ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა Camry-ის მძღოლი, რომელმაც ფეხით მოსიარულეთა ხიდის გადავლა განიზრახა და მისი შესაძლებლობები და მანქანის გაბარიტები აშკარად ვერ გათვალა.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამი იყო, როგორღაც შეძლო და სედანი გზიდან გადაიყვანა. კალიფორნიის საპატრულო პოლიციის ცნობით, მანქანა საფეხმავლო ხიდზე 12 მაისს, დილის 8 საათზე გაიჭედა. ინციდენტი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით მოხდა. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, ისინი ყოველთვის ცდილობენ ნასვამი მძღოლები მსგავს ინციდენტამდე შეაჩერონ, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ვერ მოახერხეს.



რუკის ფოტოებიანად ჩანს, რომ ბეტონის გზას პარალელურად ფეხით მოსიარულეთა გადასაადგილებლად ბილიკი მოჰყვება. ტრასა ნამდვილად მანქანებისთვისაა განკუთვნილი, რასაც ბილიკზე ვერ ვიტყვით. აქვეა ბარიერიც, რომელიც გზასა და ბილიკს ერთმანეთისგან ყოფს - ფეხით მოსიარულეთა დასაცავად. სწორედ ამ ბილიკზე იპოვეს Camry, სადაც ის, „წესითა და კანონით“ არ და ვერ უნდა გადასულიყო.

ფოტოებიდან ისიც ჩანს, რომ მანქანა მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებითაა ბილიკზე ჩაჭედილი. ამის მიუხედავად, მძღოლი, როგორც ჩანს, მოძრაობას ჯიუტად აგრძელებდა მანამ, სანამ საბოლოოდ არ ჩაიჭედა. და აშკარად იმასაც ვერ მიხვდა, რომ არასწორი მიმართულებით მიდიოდა.

ამბის პოზიტიური მხარე ისაა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. არც პირველი შემთხვევა ყოფილა ეს, როდესაც ურჩ მძღოლებს მსგავსი ბარიერების გარღვევა უცდიათ. შორს რომ არ წავიდეთ, გასულ წელს, Nissan-ის მძღოლმა SUV-ით 2,500 წლის ხის ნაპრალში გაიჭედა. შემთხვევისას, მანქანასთან ერთად, ხეც დაზიანდა.

გაზიარება: