Aa Aa
23 მაისი 2024  |  11:54

როგორი იქნება Tesla-ს „საიბერტაქსი“?

აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა Tesla-ს „საიბერტაქსი“ ვიხილოთ - უახლესი, სრულად ავტონომიური EV-მოდელი. ამერიკული ავტომწარმოებლის პროექტი სახელწოდებით, cybercab-ი, ძალიან ჰგავს „რობოტაქსის“ კონცეფციას, რომელიც გასულ წელს, მასკის მიერ გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში ვიხილეთ.

ახალი მოდელების შესახებ თიზერი, Tesla-მ აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრისთვის, პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. ოფიციალურ ესკიზებზე მანქანის ინტერიერი საჭის გარეშეა დახატული, ასევე ვხედავთ რომ მანქანაში მხოლოდ ორი სავარძელია. „საიბერტაქსიში“ დიდი ზომის დისპლეია დამონტაჟებული, რომელიც Tesla-ს სხვა მოდელების საინფორმაციო-გასართობ სენსორულ ეკრანს მოგვაგონებს.

ესკიზებში ნაწილობრივ ჩანს „საიბერტაქსის“ ექსტერიერიც. თვალშისაცემია კარის დიზაინი, რომელიც პირველად Tesla-ს მოდელებში ზემოთ იღება. თუმცა, დიზაინი დამტკიცებული არაა და შესააძლოა ეს ცვლილებაც მხოლოდ ფურცლებზე დარჩეს. მექანიზმი, რომლითაც Tesla-ს კარები იმართება, Lamborghini-ის მაკრატელისებრი კარისა და McLaren-ის „ბატერფლაის“ სტილის კარის ერთგვარი ნაზავია.

„საიბერტაქსის“ვიდეოში მანქანის ქვედა ნაწილის ფოტოც ჩანს, რომელიც ძალიან ჰგავს Cybertruck-ის ზედაპირს. აქვე ვხედავთ შავი ფერის ბამპერს. მიუხედავად ამისა, რთული სათქმელია, ეკუთვნის თუ არა ეს ნაწილები სწორედ Tesla-ს „რობოტაქსის“, რადგან ვიდეოში შესაძლოა ავტომწარმოებლის სხვა ახალი პროექტებიც იყოს წარმოდგენილი.

ვიდეო სულ მცირე ინფორმაციას Tesla-ს ახალ, ride-hailing აპლიკაციის შესახებაც გვიზიარებს. აპლიკაციას, დიდი ალბათბით, „რობოტაქსიშიც“ ვიხილავს. „საიბერტაქსი“ კი სავარაუდოდ ავტონომიური იქნება და Tesla-ს „სრულად თვითმართვად სისტემას“ გამოიყენებს.

მიუხედავად მისი სახელისა, ეს ტექნოლოგია მხოლოდ მე-2 დონის ADAS-ია (მძღოლის დამხმარე სისტემა). ეს კი ნიშნავს, რომ მანქანის მართვის პროცესში მძღოლი სრულად თავისუფალი ვერ იქნება. პირიქით, მოუწევს გზა მუდმივად აკონტროლოს და დაუყოვნებლივი ზომების მისაღებადაც ნებისმიერ მომენტში მზად იყოს.

უფრო მეტს Telsa-ს ახალი ელექტრომობილების შესახებ 8 აგვისტოს გასამართ ღონისძიებაზე გავიგებთ. ამ ღონისძიებაზევე გავიგებთ ასახავს თუ არა ეს ესკიზები სინამდვილეს და საერთოდაც, გამოუშვებს თუ არა „რობოტაქსის“ ავტომწარმოებელი უახლოეს პერიოდში.

გაზიარება: