Aa Aa
25 მაისი 2024  |  14:22

ჯერემი კლარკსონი: ბრიტანეთის ყველაზე სექსუალური მამაკაცი

ლეგენდარული Top Gear-ის არანაკლებ ლეგენდარული წამყვანი ჯერემი კლარკსონი გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა. ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, რომ იყო ძალიან „უვარგისი, მსუქანი და მოხუცი“ Grand Tour-ის გადაღებების გასაგრძელებლად, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტულს ზედიზედ უკვე მეორე წელია ინარჩუნებს.

ყოველწლიური გამოკითხვა ინტერნეტ-ნაცნობობის ვებგვერდმა IllicitEncounters-მა ჩაატარა. 64 წლის ჟურნალისტის, სცენარისტისა და წამყვანის კონკურენტებს შორის წელს ისეთი სახეები იყვნენ, როგორებიც ტომ ჰოლანდი, პრინცი უილიამი, კილიან მერფი, ოდრის ელბა და სხვები არიან. წლევანდელ სიაში მეორე ადგილზე ადამიანი-ობობაა, ხოლო მესამეზე - პრინცი უილიამი. საერთო ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა 2,000-მა ქალმა მიიღო.

Amazon-ის Grand Tour-მდე, კლარკსონმა პოპულარობა ლეგენდარული გადაცემის, Top Gear-ის წამყვანობიდან მოიპოვა. თუმცა, შესაძლოა, ჯერემის წარმატებაზე გავლენა „კლარკსონის ფერმის“ უახლესმა სეზონებმაც იქონია. გადაცემამ მაყურებელს საშუალება მისცა წამყვანის უფრო რბილი მხარე დაენახათ.

ოდესღაც ცნობილი თავისი გულწრფელი პიროვნებითა და მანქანების პირდაპირი შეფასებით, კლარკსონმა მაყურებელს ახალი გადაცემით თავი არანაკლებ შეაყვარა. „კლარკსონის ფერმაში“, ჯერემი ბრიტანელი ფერმერებისთვის რეალურ და აქტიურ პრობლემებზე საუბრობს.

გაერთიანებული სამეფოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელებას, კლარკსონი თავად The Times-ის სვეტში შეეხო: „დიახ, მე მესმის, რომ ბევრ ადამიანს სექსუალურ მამაკაცად მივაჩნივარ, თუმცა, ტალახიანი ქურთუკით ჩემი აზრით მხოლოდ მსუქანი ადამიანი ვარ“.  

 

გაზიარება: