აშშ, პანდემია, კორონავირუსი, ნიუ-იორკის ავტოშოუ
Aa
Aa

კორონავირუსი ავტოსამყაროს უტევს: ნიუ იორკის ავტოშოუს საფრთხე დაემუქრა

კორონავირუსის კიდევ ერთი დარტყმა ავტოსამყაროზე. ამჯერად მსხვერპლი ნიუ იორკის ავტოშოუ აღმოჩნდა.

ნიუ იორკის ავტოშოუ კიდევ ერთი ღონისძიებაა, რომლის ჩატარებასაც კორონავირუსის გამო საფრთხე დაემუქრა. ღონისძიება ფართო საზოგადოებისთვის 10 აპრილს უნდა გახსნილიყო და 19 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ავტოშოუ აგვისტომდე გადაიდო.

„ჩვენ ამ ნაბიჯს შოუს დამსწრეების, ორგანიზატორებისა და მონაწილეების კორონავირუსისგან დასაცავად ვდგამთ.“ - განაცხადა შოუს ორგანიზატორების დილერების ასოციაციის პრეზიდენტმა მარკ შინბერგმა.

ამ დროისთვის ნიუ იორკში კორონავირუსის 173 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა, ყველა ტესტის პასუხი ჯერ არ მიუღიათ და ამ რიცხვის ზრდას ელიან.

ნიუ იორკის ავტოშოუ მესამეა, რომელსაც კორონავირუსმა საფრთხე შეუქმნა.  პირველად პეკინის ავტოშოუ გაუქმნა, რომელიც 21 აპრილს უნდა ჩატარებულიყო. შემდეგი იყო ჟენევის ავტოშოუ, რომელიც მას შემდეგ გაუქმდა, რაც შვეიცარიამ 1000 კაცზე მეტიანი საზოგადოებრივი თავშეყრები აკრძალა.

ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმაა ავტომწარმოებლებზე, რომლებიც ამ შოუზე თავიანთი ახალი მანქანების პრეზენტაციას გეგმავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები