Aa Aa
17 მაისი 2020  |  13:17

Honda მე-11 თაობის Civic-ის სამოდელო რიგის განახლებას აპირებს

Civic-ის განახლებები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ხდება და ეს უკვე ტრადიციად იქცა.

„ჰონდა“ აცხადებს, რომ მე-11 თაობის 2021 წლის Civic-ი სრულიად ახალი მოდელი იქნება, ფაქტობრივად 0-დან აწყობილი და შეცვლილი დიზაინით. ახალი კომპაქტური ჰეჩბეკის სტილი იმავე მიმართულებით წავა, როგორც უკანასკნელი Odyssey-ის მოდელი, რომელიც უფრო აეროდინამიკურ და ნაკლები ქრომირებული დეტალით მორთული ძარით გამოირჩევა. უკანა მაშუქების დიზაინი უფრო ნეიტრალურ ფორმას მიიღებს. სალონში ხელმისაწვდომი აღჭურვილობა შეიცვლება. ახალ მოდელს ინფორმაციულ-გასართობი სისტემის უფრო დიდი ეკრანი ახალი ინტერფეისით და ავტომატური ტრანსმისიის შემთხვევაში, ჩვეულებრივი სახელურის ნაცვლად, ღილაკებიანი გადართვის მექნიზმი ეყოლება


2020 Honda Civic Type R-ის ინტერიერი

ავტომატური გადაცემათა კოლოფი უდაოდ CVT დარჩება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მექანიკური ტრანსმისიის არჩევანიც არსად გაქრება. მოსალოდნელია, რომ „ჰონდა“ იმავე მოცულობის - 1,5-ლიტრიანი ძრავების მქონე ვერსიების წარმოებას განაგრძობს, თუმცა, სამწუხაროდ, 2-ლიტრიანი ვერსიის შესახებ იმავეს ვერ ვიტყვით. თუ „სივიკის“ ჰიბრიდის ვერსიას ელოდებით, დროს ტყუილად ნუ დახარჯავთ. ამისთვის კომპანია ძალიან კარგ Insight-ს გთავაზობთ, რომელიც დიზაინით „სივიკს“ ძალიან ჰგავს.

უკვე ცნობილია, რომ შემდეგი თაობის Civic-ის სედანები ნამდვილად გამოვა, ხეჩვეკების და კუპეს ვერსიების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ავტომწარმოებელს ჯერ არ გაუვრცელებია. რაც შეეხება სპორტულ Si და Type R მოდელებს, მათი ბაზარზე გამოჩენა მოგვიანებით მოხდება, მას შემდეგ რაც სტანდარტული მოდელების გაყიდვები დასტაბილურდება.

სტანდარტული მოდელები უკვე შემოდგომიდან გახდება ხელმისაწვდომი და წინამორბედების ანალოგიურად, საწყისი ფასი $22 000-ის ფარგლებში იქნება.

გაზიარება: