კორონავირუსი The Grand Tour-ის წინააღმდეგ
„გრან ტური“ ნამდვილად ვერ იმუშავებს, თუ საერთაშორისო მოგზაურობა აკრძალული იქნება.
მათთვის, ვინც The Grand Tour-ის შოუს ელოდება, ცუდი ამბები გვაქვს. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ჯერემი კლარკსონმა, Twitter-ზე დაწერა, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილები COVID-19-ის გამო დაგვიანებით გამოქვეყნდება.
We have one pretty much ready to go and when this virus business is settled, we will head off to do two more.
— Jeremy Clarkson (@JeremyClarkson) March 7, 2020
Maybe you haven’t heard. There’s a virus you see and it’s making international travel tricky
— Jeremy Clarkson (@JeremyClarkson) March 7, 2020
ეს განცხადება გასაკვირი მაინცდამაინც არაა თუ გავითვალისწინებთ, რომ შოუ მსოფლიო მოგზაურობებზეა აწყობილი. უკვე ბევრმა ქვეყანამ ვირუსის გამო მოგზაურობაზე და ტურისტებზე ხისტი ზომები მიიღო. გადამღები ჯგუფისთვის ეს სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს.
მეოთხე სეზონის დარჩენილი სერიების გამოშვების თარიღები ჯერ უცნობია. პირველი სერიის - The Grand Tour Presents: Seamen - დებიუტი დეკემბერში შედგა, მაგრამ შოუ Epic Special-ების სასარგებლოდ ტრადიციულ ყოველკვირეულ გამოქვეყნებაზე უარს ამბობს. ახალი სერიის გამოქვეყნების თარიღი წინასწარ დადგენილი არ არის, მაგრამ, როგორც კლარკსონი აცხადებს, ვირუსის გამო შემდეგი სერია ბევრად უფრო გვიან გამოვა, ვიდრე ნავარაუდები იყო.