Aa Aa
21 მაისი 2020  |  13:25

2022 წლის GMC Hummer EV-ს სახურავის მოხსნადი პანელები ექნება

2022 წლის Hummer-ს სახურავის მოხსნადი პანელები ექნება.

General Motors-ის საწვავის დიდი მოხმარებით ცნობილი Hummer-ი 2022 წელს ბრუნდება და, რაც მთავარია, ის ელექტრო პიკაპი და სუვი იქნება. სამწუხაროდ, ამ მანქანაზე ჯერ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ GM-ის განცხადებით, მანქანას 1000 ცხენის ძალა ექნება და 0-100კმ-მდე 3.1 წამში მიაღწევს. მას სახურავის მოხსნადი პანელები ექნება. დიახ. ისევე, როგორც Jeep Wrangler-ს.

GMC Hummer SUT-ი მოხსნადი პანელებით სტანდარტული იქნება. როცა, GMC-ს მანქანის სუვის შესაძლებლობებზე ჰკითხეს, კომპანიამ პასუხის გაცემაზე უარი თქვა. ჯერ ისიც არაა ცნობილი, სახურავი რბილი სახურავით იქნება, თუ ხისტით. სახურავის 4 პანელის მოხსნას ადამიანი მარტო, საკუთარი ხელებით შეძლებს. როგორც GM-ის პრესსპიკერი ტარა კუნენი ამბობს, ეს პანელები წინა და უკანა შუშებს არ აკავშირებს.

Hummer EV მოსალოდნელია, როგორც ერთი, ასევე ორი ან სამი ელექტრო მოტორით. ერთი მოტორი უკაწამყვან ვერსიას ექნება, ორი ან სამი ოთხივეწამყვან ვერსიებს. GMC-ს თქმით, მანქანას 1000 ცხენის ძალა და 15592ნმ ექნება. თუმცა, ეს უკანასკნელი რიცხვი გადაჭარბებულად ჩანს.

GMC Hummer EV-ის რამდენიმე კონფიგურაციას და ვერსიას შემოგვთავაზებს. მათ შორის სამუშაო-სატვირთო კონფიგურაციას კარგი ყველგანმავალი შესაძლებლობებით. ფასი დაახლოებით $70,000-ია. მომავალ რამდენიმე თვეში ამ მანქანაზე მეტი ინფორმაცია გვექნება.

გაზიარება: