სარჩელი Honda-ს: მანქანების თეთრი საღებავი მარტივად ცვდება
იაპონური ავტომწარმოებლის წინააღმდეგ კალიფორნიის ცენტრალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. განმცხადებელთა მტკიცებით, მათ საკუთრებაში არსებულ Honda-ს ავტომობილებს თეთრი საღებავი ძალიან მარტივად სცილდებათ - საღებავის ფენა მტვრიანდება, ტყდება და წარმოქმნის ფენებს, რის შედეგადაც მანქანები ვიზუალურად ცუდად გამოიყურება და დაზიანებულია.
სარჩელი 2013 წლიდან წარმოებულ Honda Odyssey, Pilot, Fit, HR-V და Acura MDX მოდელებს ეხება. ეს ავტომობილები თეთრი საღებავით - White Diamond Pearl, Taffeta White, White Orchid Pearl და Bellanova White – არიან დაფარული.
კონკრეტულად, სარჩელი ეხებათ შემდეგ მოდელებს:
- Honda Odyssey (2013 წლისა და შემდეგი მოდელები)
- Honda Pilot (2013-2015 წლის მოდელები)
- Honda Fit (2015-2017 წლის მოდელები)
- Honda HR-V (2016-2018 წლის მოდელები)
- Acura MDX (2013 წლისა და შემდეგი მოდელები)
სარჩელი, რომელიც კალიფორნიის სასამართლოშია წარდგენილი, წარმოების პროცესში დაშვებულ ხარვეზებზე მიუთითებს. ბრალდებაში ნათქვამია, რომ ეს პრობლემები წარმოების დროსაც არსებობდა და ისინი აუცილებლად გამოჩნდებოდა ავტომობილების სტანდარტული გამოყენებისას. დეფექტის გამო, საღებავი მარტივად ზიანდება და ცვდება. მოსარჩელეთა მტკიცებით, კომპანიას ხარვეზის შესახებ ისინი ავტომობილების შეძენისას უნდა გაეფრთხილებინათ.
გავრცელებული ინფორმაციით, იმავე სახის დეფექტი აქვს ყველა სხვა შტატში რეგისტრირებულ, იგივე მოდელის ავტომობილებს. რაც ადასტურებს, რომ პრობლემა მხოლოდ ერთ შტატს არ უკავშირდება და მთლიანად, ქვეყანაზე ვრცელდება. ეს კონკრეტული სარჩელი კი მოიცავს 2013-17 წლებში, ალაბამას ქარხანაში წარმოებულ ავტომობილებს. ცნობისთვის, ისინი რობოტიზებული სისტემის გამოყენებით გადაღებეს.
დაზარალებულები ავტომწარმოებლისგან კომპენსაციას ითხოვენ. მათი განცხადებით, მიღებული თანხით საღებავის შეცვლისა და ფინანსური ზარალი უნდა ანაზღაურდეს. საინტერესოა, რომ 2018 წელს, ასევე მანქანების საღებავის დაზიანების გამო, Honda-ს 27 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.