ავტოსპორტი, ფორმულა 1, მაკლარენი, კორონავირუსის პანდემია
Aa
Aa

კორონავირუსის ახალი მსხვერპლი „მაკლარენის“ გუნდი აღმოჩნდა

კორონავირუსის გავრცელება არ წყდება და მისმსოფლიოს მიმართ მიყენებული ზარალი ყოველდღიურად იზრდება. ამჯერად მსხვერპლი ფორმულა 1-ს მაკლარენის გუნდი აღმოჩნდა.

„მაკლარენმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გუნდის ერთ-ერთ სპეციალისტის ტესტმა Covid-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. გუნდი ავსტრალიის გრან პრიში მონაწილეობას აღარ მიიღებს.  

გუნდის წევრი იზოლირებული იყო და ტესტირება ჩაუტარდა, მაშინვე, როგორც კი სიმპტომები დაეწყო. ახლა მასზე ადგილობრივი ჯანდაცვის სიტემა ზრუნავს. გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ავსტრალიის ხელისუფლებასთან და გამოძიებაში ეხმარება.  

„მაკლარენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაკ ბრაუნმა და გუნდის ხელმძღვანელმა ანდრეას ზაიდლმა ეს გადაწყვეტილება FIA-ს შეატყობინეს. მათი განცხაებით, ამას არა მხოლოდ „მაკლარენის“ გუნდის თანამშრომლებისთვის აკეთებენ, არამედ კონკურენტებისთვის, გულშემატკივრებისა და აქციონერებისთვისაც.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავსტრალიის გრან პრი არ ჩატარდებოდა, თუ იზოლირებულ პირებს კორონავირუსი დაუდასტურდებოდათ.

ჟურნალისტ კრის მელდენის ინფორმაციით, „ჰაასის“ გუნდიდან იზოლირებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები