ფორმულა 1, ფილმი, ბრედ პიტი, მერსედესი, მერსედეს-აიემჯი, მერსედეს-აიემჯი ჯითი 63
Aa
Aa

Mercedes-AMG GT 63 APXGP Edition: ბრედ პიტის F1-ის ფილმით შთაგონებული მოდელი

Formula 1-ის მოყვარულები მომდევნო თვეს მოუთმენლად ელოდებიან. ამის მიზეზი ბრედ პიტის მონაწილეობით გადაღებული ფილმია, რომლის პრემიერაც კინოთეატრებში 2025 წლის 27 ივნისს შედგება. თუმცა მანამდე, Mercedes-Benz-მა, რომელმაც როგორც ფილმში, ასევე მის მიღმა მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა, გამოგონილი სარბოლო გუნდის მიერ შთაგონებული რეალური მანქანა წარადგინა.

2026 წლის Mercedes-AMG GT 63 „APXGP Edition“, ეს არის ახალი მოდელი, რომელზეც გერმანული ავტომწარმოებლის გუნდმა იმუშავა. Mercedes-ის ახალ მოდელს ფილმის  გამოგონილი F1-ის გუნდის სახელწოდება აქვს, რომელშიც პიტი, აწ უკვე ყოფილი პილოტი სონი ჰეისი, ახალი ვარსკვლავების აღსაზრდელად ბრუნდება.

თუმცა მანამ, სანამ გავარკვევთ, მოახერხებს თუ არა ბრედი დასახული მიზნის მიღწევას, Mercedes-მა ფილმის შესახებ გარკვეული დეტალები გაგვიმხილა. მათ შორის ის, რომ ფილმში Mercedes-ის მოდელებს უხვად შევხვდებით - F1-ის ოფიციალური უსაფრთხოებისა და სამედიცინო მანქანებით დაწყებული, საგზაო მანქანებით დასრულებული, როგორიცაა AMG SL, G-Class-ი და GT.

Mercedes-AMG-ის ინფორმაციითვე, APXGP Edition-ი ფილმის სცენარს მჭიდროდ მიჰყვება. APXGP-სთვის სპეციფიკური დიზაინი ხელითაა შესრულებული, ხოლო AMG Extended Night Package ცხაურზე შავი ქრომის დამატებით მუქ ექსტერიერის შეფერილობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს გრძელდება გერბზე და Mercedes-ის მანქანის უკანა მხარესაც. გამოგონილი სარბოლო მანქანის მსგავსად, APXGP Edition-ი 21-ინჩიანი Race Gold ფერის საბურავებითაა აღჭურვილი. მსგავსი ფერის აქცენტები ვრცელდება ცხაურის, გვერდითი რაფების, უკანა დიფუზორისა და წინა მაშუქების გარშემოც.

რაც შეეხება მახასიათებლებს: ავტომობილს კარბონის ფიქსირებული უკანა ფრთა აქვს, ასევე AMG Carbon Fiber-ის პაკეტი, რომელიც მოიცავს წინა სპლიტერი, გვერდითი რაფების მორთვას და უკანა დიფუზორს. მუხრუჭები აღჭურვილია AMG High Performance Carbon Ceramic Brake System-ით, რომელიც შავი სამუხრუჭე კალიპერებით არის მოპირკეთებული. ეს მოდელი 4-ლიტრიანი ბიტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი და 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ფასი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ გერმანული კომპანია Mercedes-AMG GT 63 APXGP Edition-ს მხოლოდ 52 ეგზემპლარად გამოუშვებს. F1-ის მსოფლიო პრემიერა 25 ივნისს შედგება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - 27 ივნისს. ჩვენ არ ვიცით, ფილმი წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, მაგრამ დიდი შანსია, რომ GT 63-ის 52 ეგზემპლარი ამ ფილმის არსებობას ყოველთვის შეგვახსენებს.

 

მსგავსი სიახლეები